11 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 516 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 255 ინფიცირებული.
დღეის მონაცემებით აჭარაში 122 მძიმე პაციენტია, მათგან 35 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
11 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3542 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 64 პაციენტი გარდაიცვალა.






