მთავარი,სიახლეები

ბათუმში შაბათ-კვირას უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2021 • 1178
ბათუმში შაბათ-კვირას უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 დეკემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი 15 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: