Batumelebi | დადასტურდა კოვიდის 4278 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა დადასტურდა კოვიდის 4278 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

დადასტურდა კოვიდის 4278 ახალი შემთხვევა, 63 პაციენტი გარდაიცვალა

19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 278 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 51 298 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 63 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

19 ნოემბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52, ბოლო 7 დღის – 8,99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარაში – 155, იმერეთში – 715, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 412, გურიაში – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთში -334, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

დღეის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში იმყოფება 6 490 ინფიცირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com