საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას გარკვეულ ადგილებში.

„მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა არ იქნება დაშვებული:

[crosslist]

  • კვების ობიექტებში: რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში,  როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში
  • კინოთეატრებში
  • თეატრებში
  • ოპერაში
  • მუზეუმებში
  • საკონცერტო დარბაზებში
  • გასართობ ცენტრებში
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
  • სპაცენტრებში
  • ფიტნესდარბაზებში
  • სასტუმროებში
  • სამთო კურორტების საბაგირო გზებზე

[/crosslist]

მთავრობის ცნობით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტი“ აქ მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოეთხოვება.

„მწვანე პასპორტი“ არ ვრცელდება მაღაზიებზე, აფთიაქებსა და ტრანსპორტზე.

ამავე თემაზე: 

200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version