მთავარი,სიახლეები

კოვიდით გარდაიცვალა 74 ადამიანი, დადასტურდა 2191 ახალი შემთხვევა

08.11.2021 • 1703
კოვიდით გარდაიცვალა 74 ადამიანი, დადასტურდა 2191 ახალი შემთხვევა

8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის  2 191 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 21 477, ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 74 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარაში – 89, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 146, შიდა ქართლში – 81, გურიაში – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 140, კახეთში – 162, მცხეთა-მთიანეთში – 64, სამცხე-ჯავახეთში – 52, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -20.

7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.

ამ ეტაპზე ინფიცირების 51 382 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: