Batumelebi | ილია მეორე ნანგრევებში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს ილია მეორე ნანგრევებში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს – Batumelebi
RU | GE  

ილია მეორე ნანგრევებში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის წერილს აქვეყნებს, რომელშიც იგი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com