ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნაგრევებთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.
მოქალაქეები მოდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ.
კორპუსის ნანგრევებში 3 ბავშვი დაიღუპა.



მაშველები ნანგრევებთან ჯერ ისევ მუშაობენ. ნანგრევებში ეძებენ 1 ადამიანს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის, ამ დროის [16 სთ.] მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.