Batumelebi | რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა – Batumelebi
RU | GE  

რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე ერთი დოზით უკვე აიცრა 289 399 ადამიანი, მათ შორის აჭარაში აცრილია 23 258 ადამიანი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა და მეორე ადგილზეა.

ყველაზე მეტი აცრა კი თბილისში ჩატარდა – ერთი დოზით უკვე აიცრა 132 685 ადამიანი, ხოლო 83 903 – ორივე დოზით.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონია [18 175 აცრილი]. ბოლო ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1942 აცრილით. ზოგადი სურათი კი ასეთია: ქვეყნის რეგიონებში აცრის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, აცრას ყველაზე აქტიურად ახალგაზრდები იკეთებენ – აცრილების თითქმის ნახევარი მოდის 18-49 წლის ასაკის ადამიანებზე.

რაც შეეხება ვაქცინებს – ქვეყანაში სინოფარმით აიცრა ყველაზე მეტი -100 632 ადამიანი. მას მოსდევს ასტრაზენეკა [58 564], სინოვაკი [46 358] და ფაიზერი [19 707].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან