გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.
5 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 23-28 გრადუსი
- ღამით: 10-15 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
- ღამით: 8-13 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.






