მთავარი,სიახლეები

კახი კავსაძის 10 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან

27.04.2021
კახი კავსაძის 10 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან

დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.

კახი კავსაძის დებიუტი კინოში 50–იანი წლებში შედგა, იგი 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული, 1959 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და ა.შ.

„ბათუმელები“ გთავაზობთ კახი კავსაძის რამდენიმე ფოტოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში, „ივერიელშია“ დაცული.

კახი კავსაძე საგრიმიოროში. გადაღების თარიღი უცნობია. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

კახი კავსაძე. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

კახი კავსაძე როლში. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

კახი კავსაძე დონ კიხოტის როლში. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

ფოტო: dspace.nplg.gov.ge

ფოტო: dspace.nplg.gov.ge

კადრი ფილმიდან „დანაშაული მოხდა“. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

ფოტო: dspace.nplg.gov.ge

 

კახი კავსაძე საავადმყოფოში. გადაღების თარიღი უცნობია. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.