7 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 245 პაციენტი მკურნალობს და მათგან 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 552 პირი. 106 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.






