მთავარი,სიახლეები

აჭარაში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 57 ახალი შემთხვევა

04.04.2021 • 1378
აჭარაში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 57 ახალი შემთხვევა

4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდკლინიკა 6-მა პაციენტმა დატოვა. ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 217 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: