Batumelebi | მილის დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა მილის დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა – Batumelebi
RU | GE  

მილის დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც ქუჩის ნაწილი დაიტბორა.

ავარიული დაზიაების გამო 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ზურაბ გორგილაძის, ქუჩას ჰადარ აბაშიძისა და მელიქიშვილის ქუჩების მონაკვეთს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან