მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

31.08.2020 • 1345
„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

დღეიდანევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.

„ევრონიუსი“, დასავლური სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების არხია. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, „ევრონიუსის“ მიზანია განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს. „ევრონიუს საქართველოც“ „ევრონიუსის“ ღირებულებებს ეფუძნება – სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. „ყველა ხმა, ყველა მოსაზრება – All news all views”, ევრონიუსის ეს მთავარი გზავნილი „ევრონიუს საქართველოს“ გზავნილიცაა.

„ევრონიუს ჯორჯია“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსი, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს.

გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანმჯდომარე:

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო მოიცვა პანდემიამ, ჩვენ შევძელით და დაპირებისამებრ, დროულად მოვახერხეთ „ევრონიუს ჯორჯიას“ ქართული მაუწყებლობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდს მინდა ვუსურვო წინსვლა და წარმატებები”.

მაიკლ პეტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი:

„ბედნიერი ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიამ“ მაუწყებლობა დაიწყო. ძალიან ვამაყობ იმ გზით, რომელიც ევრონიუსმა, სილქნეტისა და ევრონიუს ჯორჯიას გუნდთან ერთად გაიარა, რათა უმოკლეს დროში აეწყო ახალი ამბების არხი –  24 საათიანი უწყვეტი მაუწყებლობა. და ეს პანდემიის გამო გამოწვეული მძიმე კრიზისის მიუხედავად მოხერხდა. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ევრონიუსი რჩება სანდო და საიმედო მედიასაშუალებად. იგი მიუკერძოებლად აწვდის ახალ ამბებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიას“ ექნება იგივე ხარისხი და მიუკერძოებლობის ისეთივე დონე, როგორც თავად „ევრონიუსს“.

„ევრონიუს ჯორჯიას“ მთავარ რედაქტორად მოწვეულია ბერძნული „ევრონიუსის“ მთავარი რედაქტორი, ვასილის ბიცისი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია „ევრონიუს ჯორჯიასათვის“, რათა ზედმიწევნით იყოს გადმოცემული „ევრონიუსის“ ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა.

ჯანო ჟვანია, „ევრონიუს ჯორჯიას“ დირექტორი:

„ჩვენ შემოვიკრიბეთ გამოცდილი პროფესიონალები, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომლებითაც „ევრონიუს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს – დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და განსხვავებული თვალსაზრისი. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდი ცდილობს შექმნას წარმატებული მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსთვის ღირსეული შენაძენი იქნება“.

„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.


“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

მსოფლიოს მასშტაბით,  „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: