მთავარი,სიახლეები

ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა – კიდევ რა სპეციალობის სტუდენტებს აფინანსებენ ბსუ-ში სრულად

13.08.2020
ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა – კიდევ რა სპეციალობის სტუდენტებს აფინანსებენ ბსუ-ში სრულად

განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები დაასახელა, რომლებშიც სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ათ უნივერსიტეტს შორის არის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ამ მიმართულებების დასაფინანსებლად ბსუ 967 500 ლარს მიიღებს.

ბსუ-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს უნივერსიტეტში პროგრამების მიხედვით ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებენ, სულ 430-ია.

დაფინანსებული პროგრამები და გამოყოფილი კვოტები ბსუ-ში

  • აგრარული ტექნოლოგიები – 50 ადგილი
  • ბიოლოგია – 30 ადგილი
  • ეკონომიკა – 40 ადგილი
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 80 ადგილი
  • ისტორია – 50 ადგილი
  • მათემატიკა – 25 ადგილი
  • მშენებლობა – 50 ადგილი
  • ფიზიკა – 10 ადგილი
  • ქართული ფილოლოგია – 80 ადგილი
  • ქიმია – 15 ადგილი

 ბსუ-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ოთხივე კურსზე დაფინანსება მიიღო 1 535-მა სტუდენტმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: