Batumelebi | პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 31 აგვისტოს იწურება პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 31 აგვისტოს იწურება – Batumelebi
RU | GE  

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 31 აგვისტოს იწურება

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შემოტანილი აქვთ 2020 წლის პირველ მაისამდე, მათი განბაჟება ჯარიმის გადახდის გარეშე, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ამ მოქალაქეებს „რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები“.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მიმდინარე წლის მაისში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1-ელ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების განბაჟების შემთხვევაში არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები. ამასთან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ამ თემაზე:

პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com