Batumelebi | 3 მძღოლია, 2 მოქალაქე კი კარანტინიდანაა – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე 3 მძღოლია, 2 მოქალაქე კი კარანტინიდანაა – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე – Batumelebi
RU | GE  

3 მძღოლია, 2 მოქალაქე კი კარანტინიდანაა – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

„ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი 2 სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც კარანტიში იმყოფებოდნენ,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 105 პაციენტი.

7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 838 ადამიანი, 15 კი გარდაცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com