მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძირითადად უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

22.06.2020 • 1107
ბათუმში ძირითადად უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 23 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 -22 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 23 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 24-25 ივნისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: