Batumelebi | ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება – Batumelebi

ბათუმში ქუჩებს რეცხავენ – მერიის განცხადებით, ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

ბათუმის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში.

ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

მერიის ცნობით, ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება.

ფოტო: ბათუმის მერია

ფოტო: ბათუმის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com