მთავარი,სიახლეები

მილიონერი ბანკირი სენდვიჩების მოპარვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

09.02.2020
მილიონერი ბანკირი სენდვიჩების მოპარვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

Citigroup Investment Bank-მა გაათავისუფლა ტრეიდერი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი ოფისის სასადილოდან სენდვიჩების მოპარვა.

Citygroup Investment Bank-ის ტრეიდერი, პარას შაჰი ხელმძღვანელობდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მაღალშემოსვლიანი ობლიგაციების დეპარტამენტს. მან ხელფასის სახით გასულ წელს ერთ მილიონზე მეტი ფუნტი სტერლინგი მიიღო, პრემიის ჩათვლით. ის თანამდებობიდან გასულ თვეს დაითხოვეს – წერს ევროპული პრესა.

31 წლის მილიონერის მიმართ ბრალდება ასე ჟღერს: მან კომპანიის სათავო ოფისის კორპორატიული სასადილოდან სენდვიჩები აიღო, მაგრამ თანხა არ გადაიხადა. კომპანიაში ჯერ არ დაუდასტურებიათ, ამას ჰქონდა თუ არა რეგულარული სახე.

ბიბისი წერს, რომ შახთან დაკავშირებას ცდილობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მან სოციალური ქსელები წაშალა.

ბანკმა 2014 წელს კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი ერთ-ერთი ფინანსური მენეჯერი ლონდონის მატარებლებით უბილეთოდ მგზავრობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: