რეკლამა,სიახლეები

 სტუდენტების გაცვლითი პროგრამა კოლეჯ „გოლდენ სიისა“ და ვროცლავს შორის

27.01.2020 • 3599
 სტუდენტების გაცვლითი პროგრამა კოლეჯ „გოლდენ სიისა“ და ვროცლავს შორის

2017 წლის 5 აგვისტოს ხელი მოეწერა პოლონეთის რესპუბლიკის, კერძოდ ქვემო სილეზიის სავოევოდოს(სეიმიკი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობას. მემორანდუმს ხელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და სავოევოდოს საბჭოს თავმჯდომარემ პაველ ვრუბელევსკიმ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტად დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სტუდენტებისა და დიდაქტიკური პერსონალის გაცვლითი პროგრამები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე და სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი

2019 წლის 11 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ასლან ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავში, სადაც სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარშალის ოფისში. ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალმა და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ  „გოლდენ სიის“ დირექტორმა ხელი მოაწერეს სტუდენტების გაცვლით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კოლეჯ „გოლდენ სიის“ 8 სტუდენტი და 2 პედაგოგი პოლონეთში მიემგზავრებიან, ასევე, პოლონეთიდან მიიღებენ იმავე რაოდენობის სტუდენტს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

„შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „გოლდენ სიიმ“ 2016 წელს პირველმა განახორციელა რეგიონში არაფორმალური დუალური განათლება და შეძლო ერთდროულოად სასწავლო პროცესი საწარმოსთან თანამშრომლობით განეხორციელებინა. გარდა ამისა, კოლეჯმა კიდევ რამდენიმე ინოვაციური პროექტი განახორციელა და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, რამეთუ დუალური განათლება გვაძლევს მაღალი კვალიფიკაციის კადრს, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინსვლას.  პირველი ნაბიჯი ევროკავშირის ქვეყნებთან სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დონეზე ხორციელდება, ჩვენმა სასწავლებელმა დაგეგმა და ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ახორციელებს მსგავს პროგრამას“, – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე.

კაროლ პშივარა - ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და ლეილა გოგიტიძე

კაროლ პშივარა – ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე.

პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის რეგიონში კოლეჯის სტუდენტები სასწავლო და სამუშაო პრაქტიკას ორ სასწავლებელში გაივლიან, კერძოდ, ქვემო სილეზიის ტექნიკურ სასწავლო კომპლექსში – ბიედრზრიჩოვიცე და ქვემო სილეზიის ცნობილ საკურორტო ზონაში – კარპაცი.

კოლეჯი „გოლდენ სიი“ თანამშრომლობს რეგიონში არსებულ თითქმის ყველა ბრენდულ სასტუმროსთან და რამდენიმე სხვა საწარმოსთან.

პოლონეთის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნდა აღინიშნოს სასტუმრო „გრანდ გლორიას“ (რომელთანაც თანამშრომლობს კოლეჯი და სტუდენტები სასტუმროს ბაზაზე  სასწავლო პროცესს გადიან) მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა პროექტის განხორციელებაში. სასტუმრო „გრანდ გლორია“ არის პირველი სასტუმრო ჩვენს რეგიონში, რომელიც უმასპინძლებს 8 პოლონელ სტუდენტს და 2 პედაგოგს. მათივე ბაზაზე კოლეჯ „გოლდენ სიისთან“ ერთად უზრუნველყოფს სტუდენტების სწავლება-სტაჟირებას და ასევე, სტუდენტებისა და პედაგოგების დაბინავებას.

სასტუმრო „გლორიას“ გენერალური დირექტორი, მურათ თანსუ და ლეილა გოგიტიძე

სასტუმრო „გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი, მურათ თანსუ და ლეილა გოგიტიძე

„ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ მსგავსი პროექტი, რომელიც პირველად ხორციელდება რეგიონში,  სწორედ ჩვენს სასტუმროში დაიგეგმა. მზად ვართ, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ყველა კარგ წამოწყებას, რამეთუ  კარგი განათლება არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ღერძი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევასა და ენერგიას, რომ ყოველთვის ვიყოთ ჩართული ყველა იმ ახალ წამოწყებაში, რაც  სამომავლოდ სასიკეთო შედეგს მოგვცემს“, – ამბობს სასტუმრო „გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი, მურათ თანსუ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: