მთავარი,სიახლეები

რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალა

25.11.2019
რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, შეჩერდა რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს დაევალათ შეჩერებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციის შეწყვეტა, მათი ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა.

გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკომისიის მოთხოვნით იწყება რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების მიმოხილვის პროცესი, რასაც საფუძვლად დაედო ლაბორატორიული ტესტირების შედეგად აღნიშნული სუბსტანციის შემცველ რამდენიმე პროდუქტში ნიტროზოდიმეთილამინის (NDMA) მინარევის აღმოჩენის ფაქტი.

ბაზრიდან იქნა გამოთხოვილი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის საწინააღმდეგო შემდეგი პრეპარატები: ზანტაკი, რაბისფლატი, აციბლოკი, რანიტისი, რანიტაბი, რანი-დენკი, გასტროფლატი, რანკური, RantaG, რანტაქსი და სხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.