განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

24.10.2019
მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება.

გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

„იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები, ასევე მასწავლებლები,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი, სადაც გამოცდების გამო სწავლა დროებით შეწყდება:

[checklist]

  • თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  • თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  • თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.2019 –10.11.2019
  • ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  •  ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
  • მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
  • ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
  • თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
  • ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: