მთავარი,სიახლეები,სპორტი

„დინამო“ ბათუმმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1

29.09.2019
„დინამო“ ბათუმმა  ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1

ეროვნული ლიგის 28-ე მატჩში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.  მატჩი წყალტუბოში გაიმართა. ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს მატჩის მე-12 წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მეთხუთმეტე წუთზე გოლი „ტორპედოელების“ კარში ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა გიორგი ნავალოვსკის პასით.

39-ე წუთზე გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად „ტორპედოს“ მცველს გოდერძი მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ  „ტორპედოელების“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა. ანგარიში 1:2 გახდა, დინამო „ბათუმის“ სასარგებლოდ. საბოლოოდ სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე.

დინამო „ბათუმი“ მომდევნო თამაშს კვირას, 6 ოქტომბერს ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართავს.  მისი მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება.

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის „დინამო“ 61 ქულით ისევ ჩემპიონატის ლიდერია. მას 3 ქულით ჩამორჩება თბილისი „დინამო“ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: