მთავარი,სიახლეები

ლევან ვასაძე: ერთი ადვოკატით მივდივარ პოლიციაში, უნდათ მომკლან, უნდათ – ციხეში ჩამსვან

20.06.2019 • 1124
ლევან ვასაძე: ერთი ადვოკატით მივდივარ პოლიციაში, უნდათ მომკლან, უნდათ – ციხეში ჩამსვან

ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ პოლიციაში მისვლას აპირებს ერთი ადვოკატით.

„მე მივალ პოლიციაში და მივცემ ჩვენებას, რაც უნდათ ის მიქნან, უნდათ გამაშაონ, უნდათ დამიჭირონ, რაც უნდათ იქ მიქნან… ვინმეს თუ გონია, რომ პოლიციაში იმიტომ მივდივარ, რომ რამეს გავერიდო, იმას ღმერთმა უშველოს. მე რომ აქ დავრჩე, ეს იქნება არეულობის კერა,“ – განაცხადა ვასაძემ.

მან აღნიშნა,  რომ დაემშვიდობა ცოლ-შვილს და დაწერილი აქვს ანდერძი. ვასაძემ ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც:

„ვიცი, რატომ მიბარებ ბიძინა პოლიციაში, გინდა შემათრიო პოლიტიკაში, დამსვა პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა, რაც გინდა ის ქენი, არაფრის არ მეშინია და გამხადო ამ ხალხის თვალში გმირი. გამოვა, რომ ხალხი მხარს მიჭირს და გინდა შემათრიოთ პოლიტიკაში. არც სკამი მინდა ხალხნო, არც თანამდებობა,“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დღეს დაიბარა.

უწყების თანახმად, ბიზნესმენი გამოკითხვაზე დაბარებულია გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის მიერ “სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსების შემდეგ დაიწყო.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“  – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისa და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: