მთავარი,სიახლეები

ბათუმში პოლიციის ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა

16.05.2019 • 2469
ბათუმში პოლიციის ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა

პოლიციის ავტომანქანა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა შეატყობინეს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს შს სამინისტროშიც.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვს კოჭი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ზებრიდან მოშორებით მოხდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილია ავტომანქანა და მოხსნილია შესაბამისი ლენტებიც.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: