გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმში და მთელ აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 7-12 გრადუსი ყინვა
- ღამით: 1-6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
_____________
მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე