მთავარი,სიახლეები

“ნამეს” ოპერატორმა ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზი მიიღო

10.02.2019
“ნამეს” ოპერატორმა ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზი მიიღო

ქართული ფილმის “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზი მიიღო. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

გიორგი შველიძესთან ერთად წლის აღმოჩენის სექციაში ფილმ “მხედარის” ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი და ფილმ “გოგონას” ოეპრატორი ფრანკ ვან დენ იდენი იყვნენ ნომინირებულები. გამარჯვებულები 9 თებერვალს, ღამით გამოავლინეს და ეს რიგით 33-ე ცერემონიალი იყო.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ფილმს, რომელსაც არაერთი წარმატება ხვდა წილად, ორი ოპერატორი ჰყავს – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი მხოლოდ გიორგი შველიძე იყო.

“ნამე” საქართველოს კინოცენტრმა ასევე წარადგინა „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

https://www.facebook.com/AmericanCinematographer/videos/2018875421746747/?__xts__[0]=68.ARB_tf1TlTYx1QvCSbj7JAGUdZ_mZb-0fYHQoSbi_MkuBP2SlUufp5XRK38bv9MvWLxoaOCtGdWdy-AEMEEV502TMDoqSdMXj6KQeymGmybroN6vrrlLbpa4lin7LgvOxfgiMczZQuv_tZ7TRF2ZvbzHAfbyi0KDbmCIqJi3RBKQZDs7CXGPAxUhIfPCRQY31a4y1PuAvb9u8uJh8sEEyXRstkJacYqNCHgou04BQntXGwwyLZvxMADWW9nlgm4JMK4-qvNwl4p7FCUEh5N21awT8BmrcUg0SevNd1dSrolRKuQoNbLTnZzfIYtvPCTBaod-ksL8VK2q-eYph8jm8qw-aOc&__tn__=-R

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.