Batumelebi | ბათუმში ხილის ფესტივალი გაიმართება ბათუმში ხილის ფესტივალი გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ხილის ფესტივალი გაიმართება

25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 33 სახეობის ციტრუსი, „ასევე, ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, შეიძინოს ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები“.

ფესტივალში მონაწილეობენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ჩიფსებს.

ფესტივალი გაიმართება ზედა პარკის ახალ პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესასვლელი – მწვანე კონცხისა და უღელტეხილის სალაროები.

25 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის უფასო იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com