მთავარი,სიახლეები

პირველადი შედეგებით, ერდოღანი კვლავ პრეზიდენტი, მისი პარტია კი – უმრავლესობაში იქნება

24.06.2018 • 1936
პირველადი შედეგებით, ერდოღანი კვლავ პრეზიდენტი, მისი პარტია კი – უმრავლესობაში იქნება

პირველადი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ.

თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, ამ დროისთვის ხმების 40%  აქვს დათვლილი.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ერდოღანი თითქმის 57%-ით ლიდერობს. მას მოსდევს მუჰარემ ინჯე “რესპუბლიკური პარტიიდან” 28%-ით. მოცემული შედეგებით, “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა 7.50%, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა კი 6% მოაგროვა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: მოცემული შედეგებით, პირველ ადგილზე ერდოღანისა და ნაციონალისტების პარტიების ალიანსია, თითქმის, 61%-ით. მეორე ადგილზე 4 ოპოზიციური პარტიის(“რესპუბლიკური პარტია”, “კარგი პარტია”, “ბედნიერების პარტია”, “დემოკრატიული პარტია”) ალიანსია, თითქმის,  29%-ით. ოპოზიციურ ალიანსს ქურთების “ხალხთა დემოკრატიული პარტია” მოსდევს 8.63%-ით.

იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი კვლავ პრეზიდენტი გახდება, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა. აღჯიშნული ცვლილება ერდოღანს ძალაუფლებას უზრდის და 2023 წლის(მეორე ვადის ამოწურვის) შემდეგ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

https://netgazeti.ge/news/287894/

გადაბეჭდვის წესი