გამოკითხვა – „შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ – batumelebi.ge-ზე 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 25 პროცენტზე მეტმა, 240-მა ადამიანმა სწორედ ხელფასზე დასმული კითხვა მიიჩნია ყველაზე ცუდ შეკითხვად.
გამოკითხვაში სულ 948 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უხერხული და უტაქტო შეკითხვების რეიტინგი ასე გადანაწილდა:
- რამდენი გაქვს ხელფასი? – 240 ხმა
- როდის თხოვდები? – 136 ხმა
- ცოტა ხომ არ გასუქდი? – 101 ხმა
- ბავშვის გაჩენას არ აპირებთ? – 100 ხმა
- რაღაც არ ჩანხარ, სად დაიკარგე? – 73 ხმა
- გათხოვილი ხარ? [გინეკოლოგთან] – 68 ხმა
- ცოლი რატომ არ მოგყავს? – 66 ხმა
- რამდენი კილო ხარ? – 59 ხმა
- რატომ დაშორდით? [ქმარს, ცოლს, შეყვარებულს] – 57 ხმა
- დედა უფრო გიყვარს თუ მამა? [ბავშვებს] – 35 ხმა
- რა ნიშნებზე სწავლობ? [მოსწავლეებს] – 13 ხმა
ახლა, როცა უკვე გამოკითხვის შედეგები ცნობილია, თქვენი გადასაწყვეტია, დასვათ ეს შეკითხვები, თუ თავი შეიკავოთ.