სიახლეები

ნახატები ბათუმის შესახებ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

03.05.2018
ნახატები ბათუმის შესახებ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 12 მაისს  არტისტ ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა გაიხსნება  სახელწოდებით – „ნახატები ბათუმის შესახებ“. გამოფენაზე ბათუმისთვის მიძღვნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ალექსანდრე ფლორენსკი თავის ცხოვრებას სამ ქალაქში:  სანკტ-პეტერბურგში, თბილისსა და ბათუმში ატარებს.

„ჩემმა დიდმა ბაბუამ, ალექსანდრე ივანოვიჩ ფლორონსკიმ, მთელი თავისი ცხოვრება საქართველოში გაატარა. იგი პროფესიით იყო ინჟინერი და ძირითადად აშენებდა გზებსა და ხიდებს. შუა 1880-იან წლებში, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში, სადაც იგი აშენებდა ბათუმი-ახალციხის გზას, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ (აჭარისწყლის დასახლებაში ახლაც კი შესაძლებელია მისი აშენებული ფოლადის ხიდის დანახვა, რომელიც მას შემდეგ სასწაულებრივადაა შემონახული). გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახი გადავიდა თბილისში.

2008 წელს მივიღე გადაწყვეტილება მეცხოვრა სანკტ-პეტერბურგსა და საქართველოს შორის. უკვე ზუსტად 10 წელია, რაც ყოველწლიურად რამდენიმე თვის მანძილზე ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში. 2016 წელს ბათუმში პატარა ბინა შევიძინე და უკვე სამ ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობ და პერიოდულად ვმოძრაობ მათ შორის,” – ვკითხულობთ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომელიც გამოფენის შესახებ მომზადდა.

არტისტი ამბობს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა ბათუმში ნავსადგურის ცხოვრებაზე – კატარღების, გამწევი გემებისა თუ ბორნების, ტანკერებისა და მტვირთავი გემების ქაოსურ მოძრაობაზე დაკვირვებაა.

ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა 12 მაისს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 16:00 საათზე გაიხსნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: