უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …

„რესპუბლიკელების“ პარტიული სიის პირველი ათეული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

„რესპუბლიკურმა“ პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა. პირველ ნომრად სიაში, როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილია. მეორე ნომერი უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინია. ის ამავდროულად არის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის 70-ე ოლქში. სიის მესამე ნომერი ლარისა ანდღულაძეა. ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ბათუმის …

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“. კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. პასუხში …

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით მატულობს. თუ 2008 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით განქორწინებულთა რაოდენობა 3 189 იყო, 2014 წლის მონაცემებით, განქორწინებულთა რაოდენობამ 9 119 მიაღწია. თითქმის იგივე რაოდენობა – 9 112 განქორწინება დარეგისტრირდა გასულ წელსაც. 2015 წელს რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, – 3 601 წყვილი განქორწინდა,  შემდეგ …

თხილნარის მოსახლეობა გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი გამო საშიშროება ემუქრება 12 ოჯახს. „სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და გაჩნდა ახალი კერებიც. მთელი სოფელი რთულ მდგომარეობაშია. გზა არ გაუწმენდიათ, მეწყერი მომდგარია ორსართულიან კორპუსთან და არც გეოლოგები მოსულან და არც არანაირი ყურადღება არ …

ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა.  პროექტის განხორციელებისთვის ბათუმის მერიამ 62 500 ლარი გამოყო. ჟიული შარტავას სკულპტურის ავტორი გიორგი შხვაცაბაიაა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  მთავრობის წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ახლობლები. ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქალაქში …

კონკურსი უსკოში

აჭარის  უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე. უსკოს  საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: …

აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს

რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს. “სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა …

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდეა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ. სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს. კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ …

ზურაბ პატარაძე თურქ ინვესტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.

მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და …

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

„საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი ბათუმის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ოცდაათი მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან, სარემონტო სამუშაოები 20 საბავშვო ბაღში  (№2, №3, №4, №6, №7, №9, №10, №11, №14, №15, №16, №20, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28) მიმდინარეობს. „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბაღები აღჭურვილია საოჯახო ტექნიკით, …

ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი განმეორდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები „ახალსოფელში შტაბი მუშაობს, სადაც არის პრობლემა და გზებია ჩაკეტილი, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, წმინდება გზები. თხილნარში ჩაკეტილი იყო და გაიხსნა გზები, ახალსოფელში მუშაობენ და მალე გაიხსნება“. გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები განმეორდა მახვილაურში, ახალსოფელში ავგიის დამაკავშირებელ გზაზე და სოფელ …

გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ 17 პროცენტით იმატა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 1 851 917 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,4%-ით აღემატება. ჯამში, იანვარ-აგვისტოში, ქვეყანაში 4 247 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,2%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის აგვისტოში საქართველოში 450 003 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,3% …

რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა. ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები? პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური …

სარფში მისასვლელი მაგისტრალი გადაკეტილია

„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა …

1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. რატომ ხვდებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. …

სად დადიან ტურისტები

რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ. ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ …

უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს

ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს. ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია. ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა …

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას? ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში   დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი. იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი …

„მახოს მარანი“ ვაიოში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები გორგილაძეების ექვსსულიანი ოჯახი საოჯახო ბიზნესს წლებია ეწევა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ მარანში ყოველდღიურად ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს იღებს და ოჯახში დაწურული ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება. საოჯახო ბიზნესთან ერთად გორგილაძეები შიდა მეურნეობასაც ეწევიან. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე შეფენილ სოფელ ვაიოში, სოფლის ცენტრში აბრაა წარწერით: „მახოს მარანი“, აბრიდან …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

დღეს 3 სექტემბერს, ბათუმში მემედ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რომელიც  ხულიგნობას გულისხმობს. „წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ წესრიგს“- აცხადებენ შს სამინისტროში.  

ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება

6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს.  სპექტაკლი  საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე  „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია: „ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია,  აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და …

„ბათუმობა“ [ვიდეო]

წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული. „ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.

უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. „2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის …

„ბათუმობა 2016“ დაიწყო

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.  მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა …

„ბათუმობა 2016“ – აფიშა

3 სექტემბერი [ოფიციალური ნაწილი] 10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“ ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით. 11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი. 12:00 საათი – გმირთა სკვერი – საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგება [ყვავილებით შემკობა]. ფეხით მსვლელობა მემედ …

„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა: ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე; ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე, ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში:  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე, …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია. საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე. არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან …

კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება. „ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის …

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში

კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით  კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: …

Exit mobile version