ჯანდაცვის მინისტრი ავტოავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ  საზღვართან მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, „სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილია 29 მოქალაქე. პირველადი კვლევების შემდეგ კი დადასტურდა ოთხი საოპერაციო შემთხვევა მოტეხილობის გამო, მათ შორის ორ შემთხვევაში დაფიქსირდა სახის ძვლების მოტეხილობა. დაშავებულთაგან არც ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

ავტოავარია ქობულეთთან – დაშავდა 28 ადამიანი

დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთმანეთს ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მისივე ინფორმაციით, კლინიკებში ექიმები დილიდანვე მობილიზდნენ.

ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემებისა და იურიდიულ სამსახურებს დაევალათ მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა და ამ მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე განთავსების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. კულტურული მემკვიდრეობის …

სათამაშოები სოფელში [ფოტოპროექტი]

ავტორი, ფოტო: ია ფრანგიშვილი  საქართველოს სოფლებში სათამაშოების მაღაზიები არ არის, თუმცა ზოგიერთ სოფელში მაინც შეძლებთ სათამაშოს ყიდვას სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პატარა მაღაზიაში, სადაც ბავშვის სათამაშოებს, ძირითადად, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. არჩევანი დიდი არ არის: რამდენიმე ავტომანქანა, თოჯინა, პლასტმასის პისტოლეტი… რა სათამაშოები აქვთ და რაზე ოცნებობენ ბავშვები აჭარის სოფლებში? ცხრა წლის ჯაბა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ …

191 879 ლარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის გასარემონტებლად

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ 191 879 ლარი აქვს გათვალისწინებული ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობის გასარემონტებლად. შენობა მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. აშენებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში. თავდაპირველად ფუნქციონირებდა სხვა დანიშნულებით, ამჟამად განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები. შენობა იმ პროექტის მიხედვით გარემონტდება, რომელიც „ბოტანიკურმა ბაღმა“ შეისყიდა. სარემონტო სამუშაოებზე კი ცალკე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი პირველ სექტემბერს დასრულდება. შენობა …

ენმ-ის წევრის კრიტიკა ქობულეთის ბიუჯეტში თანხის გადანაწილებაზე

ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხა – 316 101 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილა. ბიუჯეტით ქობულეთის რამდენიმე სოფელში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა, რამდენიმე სოფელში კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაიგეგმა. გარდა ამისა, 54 000 ლარით გაიზარდა გამგებლის სარეზერვო ფონდი. სულხან ევგენიძე აქამდე განკარგავდა სარეზერვო ფონდს, რომლის ბიუჯეტიც აქამდე 150 000 ლარი იყო. ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით …

სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან… რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიურ ეზოში რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა. „ნახეთ, თერმომეტრი  34 გრადუსს აჩვენებს, არადა, საღამოს 10 საათია …

კომისია აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა. სხდომაზე დღეს, 22 აგვისტოს, განიხილავენ ბათუმში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახის დახმარების საკითხს.  თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული. მთავრობის ინფორმაციით ამ ოჯახებს 5 000 – 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის …

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის …

„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში

2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს“ მოდერატორი: ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. მომხსენებელი: თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10 [ყოფილი არქივის შენობა] საკონტაქტო პირი:  …

ცხოვრება სამშობლოს მოღალატის დაღით

„მთელი ცხოვრება პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი დამიშავებია. დავფიქრებულვარ, ციხეში რომ მოვხვდე, შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავძლებ, ვერ შევეგუები-მეთქი, მაგრამ იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, იმ ცუდ პირობებსაც ეჩვევი“, – თავისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და მშვიდი ტონით მეუბნება 40 წლის ტარიელ აბაშიძე ამ სიტყვებს. ტარიელი ყოფილი პატიმარია, 2010-2013 წლებში გლდანის მერვე ციხეში გაატარა 314-ე …

ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.  ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმროპროექტს წარმოადგენს. https://youtu.be/dDOksf7DO0g სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას   საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს …

შუახევის გამგეობისთვის 34 ათას ლარად მეორად ავტომანქანას შეისყიდიან

პიკაპის ტიპის ერთი ერთეული მეორადი ავტომანქანის შესაძენად შუახევის მუნიციპალიტეტს 34 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მაღალი გამავლობის მეორადი ავტომანქანა, რომელიც გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2012 წლისა, შუახევის გამგეობას მოემსახურება. მუნიციპალიტეტი ავტომანქანას ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა ავტომანქანა მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა გადასცეს. ავტომანქანის ტექნიკურ …

ქედაში, სოფელ ძენწმანში, ფერმერთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ. „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ახალი ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის 276 619 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს. სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი განისაზღვრა: „სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის …

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, …

5862 კვ/მ მიწა 1 ლარად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისთვის

ჯამში 5862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავრობამ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. კერძო კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. მიწის ნაკვეთები მდებარეობს აჭარაში, კერძოდ, დაბა ხელვაჩაურსა და ხელვაჩაურის სოფლებში: კაპანდიბი, მახო, ერგე, სიმონეთი, მირვეთი, მარადიდი, კირნათი. საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ …

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა …

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში. კიდევ ერთი სილამაზის კონკურსის – Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობას გათვალისწინებული აქვს 61 967 ლარი. …

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა …

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმუშავა სახანძრო სამსახურმა და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი გაჩერებულ ავტომანქანას გაუჩნდა, რომელშიც არავინ იჯდა. დაწყებულია გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელს ნამდვილი სანახაობა ელის

La Moneta & Flamenco – ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე  ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის …

5 წლის ბავშვს ქუჩაში მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიას“ საცხოვრებელ სახლთან 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბავშვს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ბავშვი იმყოფება „ემერჯენსის“ განყოფილებაში, უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“ დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის …

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“. მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. …

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული პირი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გუშინ კლინიკა “მედინადან” გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში. მას აფეთქების შედეგად კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული მკურნალობას განაგრძობს თბილისის დამწვრობის ცენტრში.  

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში – დისკუსია ქალთა უფლებებზე

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 20 აგვისტოს, ბახმაროში, არტ-კაფეში, დღის პირველ საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი? დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშივილი. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. დისკუსიას კურორტთან ახლოს მცხოვრები მემთეურები დაესწრებიან. დისკუსიის …

ბიძინა ივანიშვილი ქობულეთში ხის შესარჩევად ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 18 აგვისტოს  ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. გელაურში გვითხრეს, რომ ივანიშვილი ხეებს ათვალიერებდა. ბიძინა ივანიშვილი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში, საკუთარ რეზიდენციასთან ახლოს აშენებს, სადაც ამ დრომდე აჭარიდან, ძირითადად ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან და ბობოყვათიდან ათობით მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს ხმელეთითა და ზღვით. ხის გადატანას პერიოდულად თან ახლდა სახმელეთო, ცენტრალური გზის გადაკეტვა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. …

16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400  ლარი  შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან  კი 9 079 100; 1 470 000 ლარი  შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 …

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული თბილისში გადაჰყავთ

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. პაციენტს რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს კლინიკა „მედინა”. „დაშავებული გადაჰყავს რეანომობილს. ის ისევ მართვით სუნთქვაზეა დამოკიდებული და ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა წესის დაცვით,” – უთხრა “ბათუმელებს” ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, პაციენტის გადაყვანა გუშინაც განიხილებოდა, მაგრამ მისი მეუღლე ამის წინააღმდეგი იყო. დაშავებულს კანის დაახლოებით 90 პროცენტი …

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …

იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე

შეაჩერებს თუ არა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მშენებლობას სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. კომპანია „დარ ბილდინგს“ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. ორგანიზაცია „ბათომში“ კი მიიჩნევენ, რომ ბარათაშვილის 24-ში შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა ამ ქუჩის ისტორიულ განაშენიანებას დაარღვევს. „ბათომმა“ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცაბაძის  დასკვნა წარუდგინა. დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: …

DJ მათიას ვებერი Sky Bar Nephele-ში სექტემბრის სეზონს გახსნის [ანონსი]

2  სექტემბერს „ჰილტონ ბათუმში“ „სქაი ბარ ნეფელეში“ შემოდგომის სეზონს გერმანელი DJ Matthias Weber-ი ცეცხლოვანი ელექტრონული მუსიკით გახსნის.   დასაწყისი: 22:00 დასწრება უფასოა. ადგილების წინასწარ დასაჯავშნად დარეკეთ : +995 422 222 299    

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …

რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?

„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს. „ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ …

Exit mobile version