ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო

ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს. ვინაიდან …

„არ დამერიცხა, რატომ?“ – სოცდახმარების „ბაზის გაწმენდის“ შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვენ

„დაირიცხა სოციალურები თუ არა?“ – ყოველი თვის 20 რიცხვში ეს არის კითხვა, რომელიც სოციალურად დაუცველთა მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფებში იწერება. ათასობით სოციალურად დაუცველი, რომელიც გადამოწმებაში მოჰყვა, სწორედ 20 რიცხვში იგებს, რომ სოცდახმარების გარეშე დარჩა. „არ დამერიცხა, სად გავარკვიო, რატომ არ დაირიცხა?“ – კითხულობს ერთი მოქალაქე. „3 აგვისტოს მოვიდა ქულა, შეგვამოწმეს, არ დამრიცხვია, ნეტავ რატომ?“ – …

„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში

„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია. მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე …

ბაგრატის ტაძართან მუზეუმ-ნაკრძალი ბალახითაა დაფარული – რას ამბობს სააგენტო

თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც 20 აგვისტოს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის ჯაგნარსა და ბალახებში ჩაფლული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები. მუზეუმ-ნაკრძალი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მუზეუმ-ნაკრძალში, ბაგრატის ტაძრის უკან არსებული გალავნის იქეთ, რუსუდან მეფის დროინდელი კარის ეკლესიისა და სასახლეების ნაშთებია, რომლებიც ბალახითაა დაფარული. ნახეთ ვიდეო:  …

რატომ „ბატონო მოსამართლევ“, როცა მოსამართლე ქალია? – ძალაუფლების ენა ქართულ სასამართლოში

ავტორი: თამარ ჩხიკვაძე  ___________________ სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოების წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის ღირსების დაცვის უმაღლეს სტანდარტს უნდა წარმოადგენდეს. მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, იგი გამოიხატება იმ ყოველდღიურ პროფესიულ კულტურაშიც, რომელსაც სასამართლო ქმნის. ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია ენა, რომლითაც სასამართლო პროცესის მონაწილეები ერთმანეთს მიმართავენ. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. იგი ასახავს და, …

„მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ – ბრალდებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით …

ყველაზე სისხლიანი ზაფხული უკრაინაში და მოახლოებული ზამთრის შიში – რა თქვეს ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ რუსულმა იერიშებმა მიმდინარე ზაფხული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბოლო წლების ყველაზე სისხლიან პერიოდად აქცია. ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი დაბომბვა ადამიანურ ტანჯვას უმაღლეს ნიშნულამდე ზრდის, რის გამოც მილიონობით ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ვაშინგტონში გავლენიანმა ორგანიზაციამ „ატლანტიკური საბჭო“ სწორედ ეს რეალობა განიხილა და ადგილზე არსებული კრიტიკული სიტუაცია წარმოაჩინა. „ამ წელს, ყოველ …

რუსეთში, ქალაქ პერმში დრონები „ლუკოილის“ ქარხანას დაესხნენ თავს

21 აგვისტოს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ პერმს, სადაც მდებარეობს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ტელეგრამ-არხები, რომლებიც სისტემატურად აშუქებენ რუსეთ-უკრაინის ომს, წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც უკრაინიდან 1500 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. პერმის ხელისუფლება ადასტურებს დრონების თავდასხმას. ტელეგრამ არხის, Astra-ს ცნობით, „ველიკოიე სავინოს“ აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. პერმის ზოგიერთ რაიონში ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. …

ბულვარში ადმინისტრაცია სკვერს აწყობს – რატომ იხდის „ორბი“ ?

ბათუმის ბულვარში – დელფინარიუმისა და საზღვაო აკადემიის გასწვრივ, სკვერის აწყობენ. ამ სამუშაოების შესრულებაზე არც ტენდერი გამოუცხადებიათ და, შესაბამისად, არც ხელშეკრულება დაუდია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ კერძო კომპანიას ბიუჯეტიდან ფულს არ უხდიან: „კერძო სექტორი აკეთებს. კეთილი ჟესტის ამბავში აწესრიგებს ტერიტორიას კომპანია, რომელიც საჯაროდ არის გამოკრული საინფორმაციო დაფაზე, შეთანხმების ამბავია. ჩვენი …

„ეს არის საბოტაჟი ქართული კინოსა და კულტურის წინააღმდეგ“ – როგორ ებრძვის კინოცენტრი რეჟისორს

ქართველ რეჟისორ, უტა ბერიას ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა ნებართვა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე საჯაროდ ეჩვენებინა ფილმი „ცრემლსადენი გაზი“. რეჟისორი ამას ცენზურის მცდელობად აფასებს, კინოცენტრი კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ „ვინაიდან ფილმის დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა“. აკრძალვის მიუხედავად, ფილმის პრემიერა ფესტივალზე შედგა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღლუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27– 32 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო ღამით: …

„მეც მოვაწერ ხელს“ – ემიგრანტების დავა ხმის დასაბრუნებლად საკონსტიტუციოში

„ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ემიგრანტების ხმების… როგორც კი მომმართავენ, ჩავერთვები და მეც ამ სარჩელის თანამონაწილე გავხდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ანნა ხელაია. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ახალ საკონსტიტუციო დავაზე ვესაუბრეთ: მას შემდეგ რაც „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის არჩევნებში საზღვარგარეთ 13 % აიღო, ხოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართველ ემიგრანტებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 474 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 286 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 170 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 48 318 …

ბათუმის მერია „ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას 3.5 მილიონამდე ზრდის საწვავის ფასი გამო

როგორც ჩანს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მგზავრობის ფასის გაძვირებამ არ უშველა და მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. მერია სუბსიდიას 3,5 მილიონამდე ზრდის  და განმარტავს, რომ ზრდა საწვავის ფასის გაზრდამ გამოიწვია: „იზრდება ღონისძიების დაფინანსება, მუნიციპალური ავტობუსებისათვის საწვავის ფასის გაზრდის გამო, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას“ – განმარტავს მერია. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში ბათუმის საკრებულომ 20 აგვისტოს დაგეგმილ …

„რას ნიშნავს, როცა პედაგოგი 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს?“ – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კიდევ ერთი წლით გადაუვადა. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის ანაზღაურების წესთან, რადგან ბოლო ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს მაღალ ხელფასის მიღება მხოლოდ საათების რაოდენობის მიხედვით შეუძლია. ამიტომ, მასწავლებელს საკმარისი საათების რომ ჰქონდეს, მან ყველა იმ საგანში უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, რომელსაც სკოლაში ასწავლის. რაზე მეტყველებს სამინისტრომ ეს ნაბიჯი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე წერს. მის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში აღწერს საპატიმროში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს გარემო ეხება არა მხოლოდ მას, არამედ ყველა რიგით პატიმარს. ამავე დროს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს. „ბათუმელები“ სრულად …

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად. გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი …

„მე არავის არ ვებრძვი, მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ“ – ღარიბაშვილის მესამე წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 20 აგვისტოს, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მის ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა: „მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ …

ბათუმში 2 მოქალაქე დააკავეს – ჩხუბი, სადაც ცივი იარაღი გამოიყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 აგვისტოს, ბათუმში, ორი პირის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები და დაკავებულებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის …

„80 ლარით წავედით სტამბულის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით ვართ“ – რამაზ ნინიძის ცოლი

„80 ლარით წავედით სტამბოლის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით მოვედით. გთხოვთ, ისევ ნუ მიგვატოვებთ“, – ასე იწყებს ხალხისადმი მიმართვას მადონა ნინიძე, 30 წლის რამაზ ნინიძის და. რამაზ ნინიძე დაახლოებით 6 თვის წინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანდა. საქართველოში მას ვერ უმკურნალეს. პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. „უკვე 2 თვე ვართ სტამბოლში, კლინიკაში. თუ აქამდე მაღალი რისკი …

ასმეთაურს, რომელმაც ორი ჯარისკაცი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

უკრაინის მოიერიშე ბრიგადის ასმეთაურს, ვლადისლავ პოლსკის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა დაჭრილი ჯარისკაცები, ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა. ცეცხლის ქვეშ მყოფმა ვლადისლავ პოლსკიმ ორი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი პირადად გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოვლენები ასე განვითარდა: ხარკოვის ოლქში 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ორ ჯარისკაცს მისიის დასრულების შემდეგ რუსული „მოლნიას“ …

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ექნებათ

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ: „შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, …

რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა – 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევმა პარასკევი, 21 აგვისტო, გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვის გამო. 20 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და 168 დრონით. ძირითადი დარტყმის სამიზნე კიევის რეგიონი იყო. ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ნგრევა დაფიქსირდა მინიმუმ 16 მრავალსართულიან შენობაში – ჩამოინგრა ზედა …

სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კიდევ 1 წლით გადაუვადა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა …

ცეკვის მასწავლებელს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 472 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 283 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 165 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 48 261 …

ბათუმში, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება და ჩხუბი იყო, რის შედეგად ერთ პირს ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაწყებულია გამოძიება. შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.    

„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის …

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

დღეს, 19 აგვისტოს, გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი მურმან ქამადაძე, რომელიც გუშინ, 18 აგვისტოს დააკავეს დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებულ ადვოკატს 7 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს ადვოკატთა ასოციაცია იცავს, ადვოკატები: ზაზა პაპიძე და ლელი ბჟალავა. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის …

სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება

სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ. სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა. „პიჯაკის მარცხენა …

ბახმაროში, დოღის დროს, 6 წლის ბავშვი დაშავდა

მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა. პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა. „ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან …

სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …

ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების …

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა …

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე. „დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს. ტყვეების გაცვლა მოხდა …

ბათუმში ხეებს ამერიკული პეპელა გაუჩნდა

ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები. „ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის …

Exit mobile version