თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ …

ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა …

„„საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე …

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა – დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური …

  თიბისის განცხადება დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

ტურისტერი 2024: რას უნდა ველოდოთ წელს ტურიზმის სამიტისგან?

ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2024“ სულ მალე აიღებს სტარტს. სამიტის ფორმატი მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, ბიზნეს გამოფენას და ნეთვორქინგ საღამოს. ტურისტერი 2024 საინტერესო მონაწილეებით და თემებით იქნება დატვირთული. 35-მდე უცხოელი და ადგილობრივი სპიკერი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას 3 ძირითადი საკითხის ირგვლივ: ტექნოლოგიები ტურიზმში მდგრადობა წინსვლა ტურისტერის მთავარ სცენაზე სპიკერებად წარდგებიან ტურიზმის სფეროს …

საქართველოს ტურიზმის სამიტი, “ტურისტერი 2024” 6-7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge) , “ტურისტერი 2024”, 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, მათ შორის Booking.com,  AirDNA, Amadeus, და ა.შ. წლევანდელი სამიტი 3 ძირითად თემატიკას ეთმობა: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში მდგრადობა წინსვლა ღონისძიება მოგცემთ საშუალებას ეზიაროთ მსოფლიო ტრენდებს ტურიზმში, გაეცნოთ ტურისტის მოთხოვნის სამომავლო ტენდენციებს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე,  აპარტოტელების …

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი – „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება

19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის,  გაიმართება ტრენინგი – ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან …

„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. „თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში. გაზეთის მეორე …

20%-იანი ფასდაკლება „ბექას სკოლის“ კორპორაციულ ინგლისურის კურსებზე

თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ გუნდის კმაყოფილებაზე, არამედ კომპანიის წარმატებაზეც. ინგლისური ენის ცოდნა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული „ბექას სკოლის“ კორპორაციული სერვისი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე დამკვეთებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი. „ბექას სკოლის“ შესახებ „ბექას სკოლა“ 2016 წელს დაფუძნდა და …

თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით – ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ გაყიდვები იწყება

ცხოვრების ახალი გამოცდილება ქალაქის შუაგულში – პროექტი „პარალელი“ „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში გადახდის პირობები სრულად მომხმარებელზეა მორგებული და ისინი ბინის შეძენას სპეციალური შეთავაზებით შეძლებენ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს ურბანულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს, – „მეტროპოლ პარალელი“, – ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს …

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა

მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი. სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების …

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო …

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე …

ცესკოს განმარტება ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობაზე

ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა. დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და …

კომპანია Pro V&V-ის განცხადებით პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით, პრობლემების გარეშე დასრულდა

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია. დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ …

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით. სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას …

ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი. საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო …

ცესკოს თავმჯდომარე ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც …

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით

სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის …

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. …

საინფორმაციო ბრიფინგი დეზინფორმაციაზე თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას და თავმჯდომარეს კავშირი აქვს რუსეთთან

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან. გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. …

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის“ ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და …

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის სამშენებლო ნებართვა მიიღო

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო …

ბათუმში ოპტიმოს ფილიალი გაიხსნა – რას სთავაზობს ოპტიმო მაღაზიებს

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა, რომელიც 4000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის პროცესებს. ოპტიმოს ბათუმში 100-ზე მეტი მაღაზია იყენებს გაყიდვების და მარაგების კონტროლისთვის. ამჯერად კი, უკვე ადგილობრივი ფილიალიც გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებს პროგრამის გამოყენება და მხარდაჭერის მიღება უფრო მარტივად შეეძლებათ. გარდა ფილიალისა, ოპტიმო სხვადასხვა შეთავაზებებს სთავაზობს ადგილობრივი ბიზნესისა და მაღაზიის მფლობელებს. …

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები. საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: Bankify I ადგილი Koggo 2.0 II ადგილი Hack ‘n’ Slash III ადგილი ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, …

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია …

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე …

საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში ცესკოში

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში …

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. „შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა …

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც …

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი …

შეხვედრა ცესკოში სახალხო დამცველთან და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების …

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვითარების და ზრდის პერსპექტივები  – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის. კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი  კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა  სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. …

ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და შესასწავლი საკითხების შესახებ

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ …

ცესკო ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე …

Exit mobile version