ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

გვინდა გამოვეხმაუროთ  საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, …

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ …

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. …

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა …

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება …

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან

თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს …

ცესკოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში …

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ, თიბისიმ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. თიბისის ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის მე-9 -იდან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. ტექსკოლის უნიკალურობა …

ცესკოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა  დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა …

ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა …

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში. ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან …

“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს. „სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია …

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში  საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა  ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %). აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა,  გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 …

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების  მაღალ …

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა …

გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ,  ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და  ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის …

დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, „თიბისი დაზღვევაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი. პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს. სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, კვამლი, ან მეხის დაცემა; …

აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails

ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს …

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო …

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების …

ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის,  ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების …

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით 17-ე ჯაზფესტივალს

26-28 ივლისს, ბათუმი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალი წელს თავის ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას უბრუნდება. 26 ივლისი ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი  ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.  27 ივლისი  ფესტივალის  …

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული …

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ.  ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.  ,,აქტიური დისკუსიის ფონზე …

„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმის ძველი ავტოსადგურის ინოვაციურ ბიზნეს ცენტრად გადაქცევას გეგმავს

გუმბათი ჰაბი „გუმბათი ჯგუფმა“ ახლახან შეიძინა სს „ბათუმის ავტოსადგურის“ მაჟორული წილი, დაგეგმილია სამომავლოდ 100%-იანი წილის გამოსყიდვა. კომპანია 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი არსებული სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრად გარდაქმნაა. ახალი კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს. ეს …

ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია …

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ. თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე – თელავის, ქუთაისის, მცხეთის, …

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს …

სიახლე ესთეტიკური გინეკოლოგიის და არაინვაზიური თერაპიის მსურველთათვის ბათუმში – Beauty Birth

ბათუმში სიახლეა ესთეტიკური გინეკოლოგიის და არაინვაზიური თერაპიის მსურველთათვის. ქართულ-ებრაული კლინიკა „ბირთი“ ამიერიდან ესთეტიკურ სერვისებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ პაციენტებს. Beauty Birth ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა და მას აჭარის მთავრობის , სამედიცინო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Beauty Birth-ი უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები მუშაობენ, გარემო კი სასიამოვნო და ესთეტიკურია. ახალი სამკურნალო …

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და …

ცესკომ საქსტატის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა.  საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.  საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა …

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი. „ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე …

თიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება. GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე …

“საქართველოს ყრუთა კავშირში” საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია “ყრუთა კავშირთან “და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.  4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს “ყრუთა კავშირში” გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის,   ტექნოლოგიური …

Wyndham Grand Batumi Gonio-ს მართვას ცნობილი ამერიკული კომპანია Aimbridge Hospitality დაიწყებს

მსოფლიოში უმსხვილესმა სასტუმროების მმართველმა კომპანიამ, Aimbridge Hospitality-იმ მართვაში ჩაიბარა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის, Wyndham Grand Batumi Gonio. ეს საქართველოში, ამ სეგმენტში არსებული პირველი სასტუმროა ე.წ. all inclusive სერვისებით. ხელშეკრულება 4 ივლისს გაფორმდა ქართულ სამშენებლო ჰოლდინგ European Village-თან, რომელიც ამ კომპლექსს აშენებს. ხელშეკრულების გაფორმება დაემთხვა საქართველოში Aimbridge-ის ოფისის გახსნას. კომპლექსი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელის – Wyndham Hotels …

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ ერკინებიან. თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაში გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი  და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიან გულშემატკივრებს …

Exit mobile version