04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ

თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და Okaidi-ს ონლაინ მაღაზიებში შეძლებთ, სადაც თიბისი გადანაწილებით გადახდის შემთხვევაში 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, 30 აპრილამდე უკან დაგიბრუნდებათ. ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებელი პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე გადანაწილებით გადაიხდის. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. …

თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი

თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ. თიბისისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, თიბისი კამპუსი 18-24 წლის ახლაგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან,  სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით, საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ყველაზე …

პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე – https://filmfreeway.com/ElisoAwards წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და …

AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში  

თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული …

„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის „დაფნაში“ გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის …

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა. “ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  –  შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან. შეხვედრის …

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ. როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში: კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას; მონიშნავთ სასურველ გადამზიდს; შეიყვანთ აბონენტის …

„ჯიპიაის“ კონფერენცია – „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში  კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები …

უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია

28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა. 2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR). კომპანიაში აღნიშნავენ, რომ …

თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებები კვლავ გრძელდება

თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის შეთავაზებები: 8 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დღეს, 12- მდე ესთეტიკურ ცენტრში თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. მხოლოდ 8 მარტს, ბარათის მფლობელები ქეშბექ შეთავაზებით  ნიშ პარფიუმერიის გამორჩეული ბრენდების- Jo Malone-სა …

რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას რამდენად ხშირად კითხულობთ მის ეტიკეტს? არაეტიკეტირებული ან არაქარხნული პროდუქციის შეძენისას რა განაპირობებს სანდოობას?  შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ გაფუჭებული პროდუქტი და თუ ამოიცნობთ, იცით თუ არა ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? ეს ყველაფერი სურსათის ხარისხის და უვნებლობის საკითხებია და კვლევები მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის …

28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება

თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  – AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ. ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას – Securing Infrastructure with AWS Shield & …

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო. Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. „მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური …

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025“ 

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech …

თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა

19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა.  აღნიშნული პრიზი მან ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო. ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება …

თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ იმართება

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო” წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.  ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია: დოკუმენტური სერია რეპორტაჟი კონცეპტუალური ფოტოპროექტი საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/ მობილური ფოტო კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით …

რატომ მყარდება ლარი? – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა. უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, თიბისი კაპიტალი ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტლიდან 2024 წლის მე-3 კვარტლის ჩათვლით): საქონლის იმპორტი …

„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ უნიკალური პროექტის განვითარება, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული საპროექტო არეალის მეოთხედზე მეტი უკვე ფორმირებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „ამბასადორი აილენდ ბათუმს,“ აღნაგობის  ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ ზღვაში შექმნილი 194 457 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. …

თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდამჭერია

თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი Svaneti Freeride Week Junior-ის მთავარი სპონსორია. 12 თებერვლიდან, მესტია ახალგაზრდა ფრირაიდერებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს. Svaneti Freeride Week Junior ღონისძიებების კვირეულია, რომლის ფარგლებშიც, სპორტული აქტივობების პარალელურად, მესტიის პარკში მოეწყობა საშეჯიბრო სოფელი, სადაც …

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით: იან გოლდინგს – Customer Experience Consultancy | CXPA (UK) ოლგა პოტაპცევას – …

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების 4 ტრენინგი გაიმართება, სადაც ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ  ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 2025 წლის პირველი ტრენინგი 7 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება. ტრენერი, შალვა ახრახაძე კომპანიის ხარჯების …

FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ. თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, …

აჭარაბეთ არენაზე თამაში დაიწყო 

თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის აჭარაბეთ არენა, ახლა საუკეთესო დროა, რომ გადმოხვიდე და თავად ნახო ყველაფერი! აქ დაგხვდება მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი, რაც ყველა გემოვნების მქონე გულშემატკივარს მოეწონება: – სპორტული სიახლეები და სტატიები– ყოველდღიური განახლებები, რომლებიც მოიცავს მატჩების პრევიუს, შედეგების ანალიზს, სტატისტიკას და მატჩისშემდგომ კომენტარებს. არცერთი ქართველი სპორტსმენი და მისი სიახლე არ გამორჩება. …

ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – …

თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალებისთვის  

თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კარიერული განვითარებისთვის, გადადგან პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სფეროში. „მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოს “ქალების კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივასთან ერთად …

თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის – თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც  განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე მიმართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელმა მაკუნა თავბერიძემ, კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან ერთად თიბისი კამპუსის ძირითადი ღირებულებები განიხილა და განათლების ხელშეწყობის, როგორც თიბისის …

თიბისის მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას – ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამა

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით …

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების …

ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე

თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი –  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკალური უპირატესობებით, უპრეცედენტო საბანკო პროდუქტია  ბაზარზე და  ის ერთადერთი ბარათია, რომელიც დაგჭირდება, რადგან: ახალი თიბისი ბარათით  გადახდისას, ყველაზე მეტ თანხას აგროვებ. ბარათით შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე ან …

თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო. ქვეყანაში მიმდინარე …

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად. შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. …

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს. ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს. თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს. …

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე გდგ დამტკიცდა

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას. ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია …

თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ …

ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა …

Exit mobile version