სასამართლო თუ არბიტრაჟი?

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია და ამ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და არა სასამართლომ. მნიშვნელოვანია იმ უპირატესობების განსაზღვრა, რომლებიც მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC) აშკარად გამოარჩევს, როგორც დავის გადაწყვეტის საუკეთესო ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით. [highlight color=”green”]დავის განხილვის სისწრაფე[/highlight] – არბიტრაჟი ძალიან მოქნილი ფორმალური პროცესია და მისი …

რა დაგიჯდებათ ზამთარში ევროპაში დასვენება

                                                                                                              …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის მუშაობა დაიწყო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების …

ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს. ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა …

ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა

მობილური აპლიკაციის Mobile Pay -ის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი. პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან მიახლოებით მარტივად გადაიხადოს …

ჰილტონში, “სქაი ბარ ნეფელეში” პარასკეობით ბენდი “სისაიდი” დაუკრავს

3 ნოემრიდან, ყოველ პარასკევს, „ჰილტონში“, „სქაი ბარ ნეფელეში“, სტუმრებისთვის ყველასთვის საყვარელი ბენდი „სისაიდი“ დაუკრავს. საღამოს 10 საათიდან შეგეძლებათ ბენდის ცოცხალი შესრულებით ისიამოვნოთ! გვეწვიეთ და გაერთეთ ჩვენთან ერთად! დააგემოვნეთ ჩვენი მზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები და ბარმენების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი და ეგზოტიკური კოქტეილები. [highlight color=”red”]დასწრება უფასოა![/highlight] See more

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წლის 26 თებერვალს სოფელ კაპრეშუმში სკოლის მშენებლობის კაფსულა აჭარის მთავრობის …

“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული. “ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი …

“ალიანს ჯგუფი“ European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა

European Property Awards 2017-2018  დაჯილდოებაზე, რომელიც დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა რეგიონის მასშტაბით, კომპანია “ალიანს ჯგუფი” ორ  კატეგორიაში დაჯილდოვდა: „მრავალფუნქციური არქიტექტურა“ და „მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა“, პროექტებისთვის Alliance Highline და Alliance Palace. დაჯილდოვების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში: უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. 200 წარმომადგენელს შორის ევროპის რეგიონის …

კვლევა: ვინ სარგებლობს სწრაფი ონლაინსამომხმარებლო სესხით

მსოფლიო ფინანსური წიგნიერების დონის კვლევის მიხედვით, – საქართველოში მოსახლეობის 30 % ფლობს ფინანსურ ცოდნას. სომხეთს – 18 % – აქვს, აზერბაიჯანს – 36, თურქეთს – 24 %, რუსეთს – 38%. საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს კოტ დიუარის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, განას, ეთიოპიას, იტალიას, ლიტვას და სხვა ქვეყნებს. სტატისტიკას სათავეში დანია უდგას – 71 %, მას მოსდევს …

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან [ვიდეო]

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური  წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. სურსათის …

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის დაბალი სესხის კამპანია დაიწყო

დაფიქრებულხართ, რომელი გირჩევნიათ, მაღალი სართული და ხედი, თუ დაბალ სართულზე ცხოვრება და კიბეზე არბენა. რომელი უფრო კომფორტულია – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ დაბალქუსლიანი? ფინკა ბანკმა ახალი სარეკლამო კამპანია სწორედ მაღალისა და დაბალის შედარებაზე ააგო. დიახ, როცა საქმე გემოვნებას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ რა არის ის, რაზეც არავინ კამათობს….ეს ფინკა ბანკის დაბალი სესხია, რომელსაც ირჩევს ყველა. …

,,გოლდენ სიი“-ს დუალური სწავლების პირველი გამოშვება, უმრავლესობა დასაქმებულია

დღეს, 27 ოქტომბერს, სასტუმრო „კოლიზეუმში“ საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენ სიი“-ს პირველი გამოშვება შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ,,გოლდენ სიი“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც სასწავლო პროცესს დუალურად წარმართავს. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი სასტუმრო „კოლიზეუმში“ და „პიაცა ბათუმში“ გადიოდნენ სასწავლო პრაქტიკას. მათი უმეტესობა უკვე დასაქმებულია, როგორც აღნიშნულ კომპანიებში, ასევე ბათუმში არსებულ სხვდასხვა მომსახურების პროფილის ბრენდულ საწარმოში, მათ შორის სასტუმო „ლეოგრანდიში“, …

,,მედეას ტრაგედიას’’გონიოს ციხის შემდეგ ქობულეთის მუზეუმი უმასპინძლებს

2017 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის მუზეუმში სპექტაკლის „მედეას ტრაგედია“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს. პირველად აღნიშნული სპექტაკლი სააგენტოს ინიციატივით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში დაიდგა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი ასევე ნაჩვენები იქნა მაჩხაანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. „სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით. ემსახურება უძველესი …

სკოლა ევრო–2000–ის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლა ევრო 2000–ს პარტნიორი სკოლა ჰყავს გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში. ბისმარკის სახელობის გიმნაზიასა და ჩვენს სკოლას შორის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა სამი წლის წინ, როდესაც სკოლას ბისმარკის სახელობის გიმნაზიის დირექტორი სტუმრობდა. რიგით მეოთხე გაცვლითი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში შედგა. გერმანული ენის პედაგოგები, ირმა დავითაძე და მაია დუმბაძე, მე–10, მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეებთან …

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის,ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, „სასჯელაღსრულების საერთაშორისო ასოციაციის მე-19 ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს, რომელიც ლონდონში იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო …

2013-2017 წლებში აჭარაში 42 ახალი ბაღი აშენდა

ბოლო წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. სულ აჭარაში 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან ბოლო 4 წელიწადში 42 ბაღი აშენდა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ბაღს. [red_box]19 ოქტომბერს ბათუმში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა[/red_box] …

ახალი პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე  სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა.  ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის …

პირველად გონიოს ციხეზე მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, პირველად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება მშვილდოსანთა ტურნირი. გონიოს თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი ჩატარდება როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირს  ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცემა და გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა, მომავალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულებსაც. მათ …

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში – ისტორიულ ქუჩაზე, ზღვიდან ხუთ წუთში, უფასო WiFi-თა და აირკონდიცირებით. ადგილების რაოდენობა: 2+1. აპარტოტელს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი იტალიური ეზოდან. გასაღები შესვლისთანავე გადმოგეცემათ და დამოუკიდებლად განკარგავთ გასვლისა თუ დაბრუნების დროს. ახლოს არის ქალაქის საქმიანი ნაწილი, ბარები, რესტორნები, კაფეები და ტანსაცმლის მაღაზიები. ფასში არ შედის საუზმე, მაგრამ აქ ყველა პირობაა შექმნილი მსუბუქი საუზმის …

იცოდე რას ჭამ

ბუნების წიაღში, ტბის პირას, კოცონთან მეგობრების გარემოცვაში მწვადის დაგემოვნებისას თითქმის არასდროს ვფიქრობთ თუ რა წარმომავლობის შეიძლება იყოს: ხორცი, სოსისი თუ ძეხვი, რომელსაც გრილზე, ნაკვერჩხალზე ან თუნდაც ტაფაზე ვამზადებთ. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ეროვნული სისტემა NAITS მომხმარებელს საშუალებას მისცემს გადაამოწმოს, როგორც ხორცის უვნებლობა, ასევე მისი წარმომავლობა. [highlight color=”red”]რა არის ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემა[/highlight] 2012 წლიდან სურსათის …

კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯი სასწავლო პროცესს ახორციელებს დუალური პრინციპით. სტუდენტები სასწავლო პროცესს გადიან დამსაქმებლებთან, რაც მათ აძლევს შანსს,  მარტივად მიიღონ საბოლოო შედეგი – დასაქმდნენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც თორიულ და პრაქტიკულ სწავლას დამსაქმებელთან გადიოდნენ, დასაქმდნენ სწორედ იმ სამუშაო ადგილას, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო კურსი (სასტუმრო …

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმის ბულვარში მშენებარე „ალიანს პალასში“ – ათი ფაქტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში უმაღლესი კლასის, 41-სართულიან ცათამბჯენს აგებს. ეს მრავალფუნქციური, პრემიუმ-კლასის აპარტამენტებია გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ცხოვრებას მორგებული საჭიროებებითა და კომფორტით. ქვემოთ ჩამოთვლილი ათი ფაქტი ბათუმში „ალიანს პალასის“ უნიკალურობას გამოკვეთს. [checklist] „ალიანს პალასი“ მათთვისაა, ვისაც მრავალფუნქციური გარემო იზიდავს. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე ცნობილი ბრენდის, Courtyard Marriott-ის სასტუმრო განთავსდება. რესტორნები და …

ევრო 2000-ის მასწავლებელმა გაიმარჯვა ესეების კონკურსში – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“

საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ესეების კონკურსი – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე – 2017“. კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები 2017 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიწვიეს. სკოლა „ევრო 2000“-დან მიღებაზე მიწვეულები იყვნენ დაწყებითი კლასის პედაგოგი – ცირა ქობულაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე. პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა …

აჭარის რეგიონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

[highlight color=”green”]დაიწყო ისტორიული მნიშვნელობი პროექტი -მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება[/highlight] 10 ოქტომბერს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და …

DRC – დავების ეფექტური გადაწყვეტა ძლიერი ეკონომიკისთვის

DRC-დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც იხილავს ქონებრივ, მათ შორის სესხის, ნასყიდობის, ნარდობის, შრომის და სხვა სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებულ დავებს. DRC-ის პარტნიორია BAG-ი – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქვეყნის ლიდერი კომპანიებისა და ბიზნესმენების გაერთიანება, რომელიც არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებით, ხელს უწყობს DRC-ის ჩამოყალიბდეს როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო …

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში  დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს. აქ ჩამოთვლილი …

საადრეო მანდარინის რთველი აჭარაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის  სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, …

ბათუმში Black Sea Mall-ი გაიხსნა

დღეს, 29 სექტემბერს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პი დეველოპმენტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#22-ში სავაჭრო ცენტრი Black Sea Mall-ი ოფიციალურად გახსნა. Black Sea Mall-ი ჰიპერმარკეტ კარფურსა და ოცდაორი უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“, „არაი თუმოროუ“, „პარფოისი“, „ივ როშე“, „დელფოსი“, „პეპელა“, „ოვს ქიდსი“, „პენტი“ და „ბატა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ …

კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]

2017 წლის 30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა  დარგის სპეციალისტები და …

სკოლა „ნიკეში“ ახალი სასწავლო წელი წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებით დაიწყო

სკოლა „ნიკეში“ არც წელს დავარღვიეთ  ტრადიცია და სახელმძღვანელოებით დავასაჩუქრეთ 10-ქულოსანი მოსწავლეები. გვინდა გამოვყოთ ჩვენი შესანიშნავი ექვსეული – ბადრი ბერიძე, ლანა თურმანიძე, მარიამ რამიშვილი, ნიცა კონცელიძე, მაგდა მეგრელაძე, მარიამ ფარტენაძე, რომლებმაც წარჩინებით გაიარეს კემბრიჯის საერთაშორისო ტესტირება, უმაღლესი ქულები დააგროვეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს სერტიფიკატი გადასცა კემბრიჯის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ჯონ ითსმა. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებმაც …

„ჰილტონ ბათუმი“ – 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი

2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში,  ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების …

Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

Area.ly არის პლატფორმა, რომელიც სასტუმროს მფლობელებს ერთი-ორად გაუადვილებს ბიზნესის მართვას. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, კომპანიამ მიაღწია პარტნიორობას  Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა სისტემებთან, რომლებიც ე.წ. “hospotality” ბაზრებზე ლიდერები არიან. დღეს კი Area.ly  მულტიენოვანი საიტია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი, ბევრად უფრო ოპტიმალურად უხელმძღვანელებს საკუთარ სასტუმროში მიმდინარე პროცესებს. თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაჩნდა. მათ სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემების …

„პიაცა ბათუმი“ ახლა უკვე ბავშვების საყვარელი ადგილიც

რა სურთ ბავშვებს? – გართობა და მშობლებთან ერთად მეტი დროს გატარება. ამიტომ დამღლელი დღის შემდეგ ისეთი სივრცე უნდა შევარჩიოთ, სადაც ბავშვებისა და უფროსების ინტერესები თანაბრადაა გათვალისწინებული, ეს კი საკმაოდ რთულია. ბათუმში „პიაცა“ ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ არსებული სასტუმროებისა თუ რესტორნების  სტუმარი ყოველდღიურად ათასობით ადამიანია, რომლებიც დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ეს სივრცე ბავშვების საყვარელი ადგილიც რომ გახდეს, სწორედ …

„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის

„მაჭახლობა 2017“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“-ს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა. ,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახლობა. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. შარშან წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი „საპატიო მაჭახელელი“. როცა ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა, ეხება ასევე მაჭახელას ხეობას, …

ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალ ოფისში  პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. …

Exit mobile version