იყიდება ბინა ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, კეკელიძის ქ. # 5, მეცხრე სართულზე. ბინა ოროთახნახევრიანია, ჩეხური პროექტი, სამად გადაკეთებული, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, გათბობა (კარმა), ცხელი წყალი, წყლის რეზერვუარით სახლის თავზე, ავეჯით. ფასი: 32 000 ლარი . საკონტაქტო ნომერი 557129321
Category Archives: რეკლამა
ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის
მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური დანიშნულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. ბათუმიდან XII-XIII საუკუნის ციხემდე 90 კილომეტრი სამანქანო გზის დაძლევა ნამდვილად ღირს. სანაცვლოდ გზად სამოთხეს გადიხართ: ამწვანებულ მთებზე შეფენილ ხისსახლებიან სოფლებს, გვირილების ვრცელ მდელოებს, მწყემსებსა და ვიწრო ბილიკებს, …
Continue reading “ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის”
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე …
საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს
საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში 15 ივნისს, 14:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი: ჯავახიშვილის N5; ტელ: 577 038 128), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში. ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო …
Continue reading “საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს”
ჯივილი – საბავშვო ველოსიპედები 25 ლარიდან
საბავშვო მაღაზია “ჯივილი” საბავშვო ველოსიპედების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ ყველა ასაკის ბავშვისთვის წარმოდგენილია მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის თურქული წარმოების ველოსიპედები, საბავშვო სკუტერები და “როლიკები” გარდა სპორტული ინვენტარისა, “ჯივილი” ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88
კმდს-ს ორგანიზებით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
2018 წლის 13 ივნისს, 19:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ – ნაკრძალში , აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“. ღონისძიება შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: [checklist] I ნაწილი – დაეთმობა თანამედროვე ხელოვანების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) ნამუშევრების …
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ”
სტუდია “ათინათის” 10 წლის საიუბილეო საღამო [ფოტო]
11 ივნისს სტუდია “ათინათის” 10 წლის იუბილე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა. მრავალფეროვანი ღონისძიება სახელწოდებით – “მზესთან ერთად დავიბადე” სტუდიის ყველა თაობის აღსაზრდელმა მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ოვაციების ფონზე ჩაატარა.
გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. შეისწავლეს ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკიც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი. ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. …
Continue reading “გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა”
ქედაში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
,,წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში” – ამ სახელწოდების მასწავლებელთა კონფერენცია, ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 10 ივნისს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა. პლენარული და სექციური მოხსენებები ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემა”-ში ჩართულმა 32 -მა პედაგოგმა შემდეგი მიმართულებებით წარადგინა: [checklist] ქართული ენა და ლიტერატურა უცხოური ენები (ინგლისური და …
Continue reading “ქედაში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა”
ბანკი – ბიზნესის მტერი თუ მოყვარე
გენო გელაძე იურისტი, განათლების დოქტორი მართვის კომპანია GGM-ის მმართველი საქართველოში მოქმედი ბიზნესის, ალბათ, არანაკლებ 95%-ი საბანკო სესხებით მუშაობს. ეს შეიძლება იყოს მცირებიუჯეტიანი ან მრავალმილიონიანი სესხი. გააჩნია ბიზნესის მასშტაბებს. ბუნებრივია, სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვანაირი პირობით აქვს სესხი. განსხვავდება პროცენტი, ბანკების მიდგომები, გადახდის ეტაპები, უზრუნველყოფის ღონისძიებები და ა.შ. ბიზნესი სესხს აკეთებს ორ შემთხვევაში: 1) როცა ახალ პროექტს გეგმავს და …
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათი” ათი წლისაა
11 ივნისს სტუდია “ათინათი” გეპატიჟებათ სტუდიის დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე – “მზესთან ერთად დავიბადე”. დასაწყისი: 19:00 საათი. [highlight color=” red “]ბილეთის ფასი: 10 ლარი[/highlight] დაგვირეკეთ: 557 21 16 04 მისამართი: ბათუმის მუსიკალური ცენტრი.
ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზურაბ პატარაძე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. …
Continue reading “ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზურაბ პატარაძე გაეცნო”
როცა თქვენს შვილს სქოლიოზი აქვს
წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები. შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი ნაწიბურისა და პლევრიტის ფონზე. ცალკე გამოყოფენ ე. წ. იდიოპათიკურ სქოლიოზს, რომლის განვითარების მიზეზი უცნობია. ხერხემლის დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ …
ბელჰაუსში სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლებაა
ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე 30 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს. „ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse ან გვეწვიეთ მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა …
Continue reading “ბელჰაუსში სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლებაა”
Beauty House – უახლესი სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრი ბათუმში
ესთეტიკური სილამაზის ცენტრი „Beauty House” ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, N25-ში, სულ ცოტა ხნის წინ, 15 აპრილს გაიხსნა და როგორც ცენტრის მენეჯერი, ნინო ჭყონია გვეუბნება, უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელია დაინტერესებული მათი მრავალფეროვანი და ეფექტური მომსახურებით. „Beauty House”-ში ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. აქ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ესთეტიკური, ასევე სამკურნალო მომსახურება. თმის ცვენა – პრობლემა, რომელსაც აუცილებლად დაძლევთ „Beauty …
Continue reading “Beauty House – უახლესი სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრი ბათუმში”
ბინა 1კვ/მ 650 ლარად ნაცვლად 777 ლარისა – „ენ დემ ჯგუფის“ აქცია
თუ ეძებთ ბინას ბათუმში და გსურთ იყოს მყუდრო უბანში, ჰქონდეს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ეზო და გათვალისწინებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენი პროექტი, რომელსაც ქეთევან წამებულის N38-ში ვაშენებთ. 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 350 კვ/მ-ზე, სადაც პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სარდაფი – ავტოპარკისთვის. საკუთრივ კორპუსის ეზო შეადგენს 650 კვ/მ-ს. კომპანიამ ივნისის თვის ბოლომდე …
Continue reading “ბინა 1კვ/მ 650 ლარად ნაცვლად 777 ლარისა – „ენ დემ ჯგუფის“ აქცია”
სტუდია “ათინათში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
ნიცა ფალავანდიშვილი სტუდია-ბაღ “ათინათის” აღსაზრდელია. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ბაღში, რადგან კარგად ერთობა და ბევრი მეგობარიც ჰყავს. დღეს განსაკუთრებულად მხიარულები არიან მეგობრები, რადგან ნიცას დაბადების დღეა. ის ოთხი წლის გახდა. უკვე იცის, ბაღს რომ დაასრულებს, სკოლაში უნდა წავიდეს. სკოლაში კარგად ისწავლის და როცა გაიზრდება, უნდა რომ ექიმი გამოვიდეს.
ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით აჭარაში …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა”
წელს აჭარაში 21 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2018 წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამტარიანობის გაზდისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნური ნაგებობების და მათ შორის, ხიდების მშენებლობა-რეაბილიტირება. წელს აჭარაში თვრამეტი ახალი და სამი არსებული ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია და დარჩენილიც გეგმის მიხედვით განხორციელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე …
Continue reading “წელს აჭარაში 21 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი”
ენ დემ ჯგუფი – სახლი მყუდრო უბანში, 1კვ/მ 777 ლარიდან
თუ ეძებთ ბინას ბათუმში და გსურთ იყოს მყუდრო უბანში, ჰქონდეს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ეზო და გათვალისწინებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენი პროექტი, რომელსაც ქეთევან წამებულის N38-ში ვაშენებთ. 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 350 კვ/მ-ზე, სადაც პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სარდაფი – ავტოპარკისთვის. საკუთრივ კორპუსის ეზო შეადგენს 450 კვ/მ-ს. კომპანიის ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ …
Continue reading “ენ დემ ჯგუფი – სახლი მყუდრო უბანში, 1კვ/მ 777 ლარიდან”
„სოლიდარობის დღე“ – ქედის მერია აქციის ფარგლებში კიდევ ერთ მოქალაქეს დაეხმარა
აქცია სახელწოდებით „სოლიდარობის დღე“ – ქედის მერის ლევან გორგილაძის ინიციატივით ამჯერად სოფელ ჩეტკიძეებში დიასამიძეების ოჯახის დასახმარებლად გაიმართა. აქცია თვეში ერთხელ იმართება და მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადამიანური რესურსით დახმარება. ივანე დიასამიძეს საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად 12 თებერვალს მთლიანად დაიწვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი 6-წევრიანი ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. აჭარის …
Continue reading “„სოლიდარობის დღე“ – ქედის მერია აქციის ფარგლებში კიდევ ერთ მოქალაქეს დაეხმარა”
„ინტერმედიკა“ – ადგილი, სადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ერთ სივრცეში აგვარებენ
მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა „ინტერმედიკა“ ბათუმსა და აჭარის რეგიონს უკვე შვიდი წელია სთავაზობს ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი პრობლემის ერთ სივრცეში მოგვარებას. როგორც კლინიკის დირექტორი, ენდოკრინოლოგი თამარ ცხომელიძე ამბობს, კლინიკა მეგობრებმა დააარსეს 2011 წელს. სამედიცინო სივრცის მრავალფუნქციურობა თავიდანვე მათი კონცეფციის ძირითადი ნაწილი იყო. ულტრაბგერითი კაბინეტი, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგიური კაბინეტი, მამოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, ენდოსკოპია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია და რეაბილიტაცია, ფსიქიატრია და ფსიქოლოგია, …
ძმები ნობელების საქმიანობა და როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაში
2018 წლის 30 მაისს, 13:30 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდება სახალვაშოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა მიერ უცხო ენაზე მომზადებული პრეზენტაცია თემაზე – “ძმები ნობელების საქმიანობა და მათი როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების საქმეში.“ პროექტის სასწავლო მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე ინფორმაციის მოძიება და კომუნიკაცია, ნობელების ბათუმთან კავშირის შესახებ პრეზენტაციის …
საკრებულოში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი ამოქმედდება
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილება პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პროცედურები ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (პეტიციების ნაწილში). დადგენილების მიღება არ იწვევს ქ. ბათუმის …
Continue reading “საკრებულოში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი ამოქმედდება”
ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს
15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება. სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის …
Continue reading “ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს”
საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის და ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების თაობაზე დადგენილებებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და …
Continue reading “საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს”
ქედელი ჩოგბურთელების წარმატებები ზედიზედ
ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენები გულშემატკივარს წარმატებებით ანებივრებენ. მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, ოთხი გოგონას ასპარეზობის შემდგომ სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ანრი დევაძე საქართველოს ნაკრების წევრი ოფიციალურად გახდა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ლინდა ჩიკვაიძე 2018 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო წყვილებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე ელზა მახაჭაძე და ლინდა ჩიკვაიძე …
მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. პროექტით წარმოდგენილი ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა …
Continue reading “მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ”
ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ წარუდგინა, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში …
“მადაგასკარი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს [ფოტო]
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა
ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას პრობლემასთან. თხილის მზესუმზირით ჩანაცვლება თხილი და კაკალი საქართველოში სხვადასხვა საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, უფრო კონკრეტულად სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში თითქმის ყველა ოჯახში ფართო გამოყენებს. ბოლო …
ჯივილი 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ
26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, საბავშვო მაღაზია „ჯივილი”, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ ყველა ასაკის საბავშვო ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სათამაშოებზე. გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88
რატომ taxi+?
„ტაქსი+“ ტაქსის კომპანიებს შორის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ყველა მანქანა აქვს დაზღვეული, ასევე, დაზღვეული ჰყავს მძღოლი და მგზავრი. ავტოპარკში ყველაზე ძველი მანქანა 2008 წელსაა გამოშვებული. აქ დასაქმებული ყველა მძღოლი შერჩეულია გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის მიხედვით. შორ მანძილზე გადაადგილებას მხოლოდ მათ შორის საუკეთესოებს ანდობენ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკით. კომპანიას ჰყავს სათადარიგო მძღოლები …
გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში
სკოლა ევრო-2000-ში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, უამრავი სასწავლო-შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც ჩვენი სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ამ აქტივობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამა გერმანულ პარტნიორ სკოლასთან. გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში სექტემბერში (11.09-20.09.2018) ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტის შემდეგ, მაისში გერმანული მხარის ჯერიც დადგა. 16 გერმანელ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს მასპინძლობდა …
Continue reading “გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში”
ბუსსს „ანრი“-ში 26 მაისი სტუდენტური ღონისძიებით აღნიშნეს
სამშობლოს სიყვარული, პროფესიული ღირსება და 10%-იანი ფასდაკლება მეზღვაურთა სერთიფიკატებზე ბუსსს ანრის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნა. საზღვაო სასწავლებელი ხშირად ატარებს საღამოებს, სადაც დამსახურებულ მეზღვაურებს მადლობას უხდიან საზღვაო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. სტუდენტებმა ამჯერად ასლან ბოლქვაძის-ბათუმის პორტის უფროსის და შორეული ნაოსნობის კაპიტნის შაქრო ვარშანიძის ღვაწლს გაუსვეს ხაზი. ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა …
Continue reading “ბუსსს „ანრი“-ში 26 მაისი სტუდენტური ღონისძიებით აღნიშნეს”