თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს“

მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება. 2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია …

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც …

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

მთავარია გჯეროდეს – შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი. თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს. ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს …

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან. პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ …

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად. დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები დაპერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი. „SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ …

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. თებერვლის შეხვედრების განრიგი: 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ …

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს – აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს. მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება. „გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც …

მოაწყვეთ სახლი ზღვისპირას ამერიკული ავეჯით

ბათუმი ბოლო წლებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო ქართველ, უცხოელ ინვესტორებს შორისაც. ზღვისპირა ქალაქი, ცოცხალი, აქტიური გარემო, მზარდი ინფრასტრუქტურა და ახალი საცხოვრებელი პროექტები ბევრ ადამიანს უბიძგებს, შავიზღვისპირეთში ბინა შეიძინოს, საცხოვრებლად, დასასვენებლად ან გასაქირავებლად. თუმცა ბინის ყიდვა მხოლოდ დასაწყისია. ამას მოჰყვება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი: ინტერიერის მოწყობა ისე, რომ სივრცე იყოს კომფორტული და ამავდროულად, ვიზუალურად დახვეწილი. …

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში-დაიბრუნე 30% Extra-ზე

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ანებივრებს მათზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით. თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც  ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ …

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

მთავარია, გჯეროდეს – შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული – უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება. ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო …

ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში 

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი; 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში; კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული; ამბასადორის …

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება. ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. „Winter Jazz Bakuriani 2026”-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, …

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება. ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% – მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, …

„ამბასადორი აილენდის“ მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია – ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია. „ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ – შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 …

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე ოთხივე კურორტის 7 და 10 დღიანი მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ეხება ზრდასრულების აბონემენტებს და არ ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული კურორტის აბონემენტის შეძენისას. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, აბონემენტები უნდა შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | …

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance – თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა. თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების …

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ …

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

ახალ წელს ადამიანებს ბევრი  დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თიბისის წინასაახალწლო ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა და სუპერ პრიზი 15 000 ლარი მიიღო. „აზარტული ადამიანი არ ვარ. არც არაფრის მოგების მჯეროდა ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი- თუ თანხა გინდა, …

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება. ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ …

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას, ახალი იდეების, საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების დაჯერებას, გეგმების დალაგებას, შენი თავისთვის და სხვებისთვის ახალი პირობების მიცემას. მაგრამ, წლის დასასრულს თუ დაჰკვირვებიხარ რამდენად შეასრულეთ 365 დღის წინ მიცემული პირობა, თუ ჩაფიქრებული გეგმა? სწორედ საახალწლოდ ჩაფიქრებული მიზნების ძალას ეძღვნება თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube ვიდეოების ერთობლივი სერიის …

ესკი – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის  და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც  მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია მომხმარებლის უკუკავშირს. სოციალურ …

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის საახალწლო შეთავაზებები კვლავ არ დასრულებულა. მხოლოდ 30 დეკემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათით გადახდისას, თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე გაეცანით გალერია …

ეძებენ სახლის მმართველს, კერძო ვილაზე, ქობულეთში – ვაკანსია

ვაკანსია: სახლის მმართველი კერძო ვილაზე ქობულეთში ვაკანსიის აღწერა: ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ სახლის მმართველი. ვალდებულება: უზრუნველყოს შენობისა და აღჭურვილობის ტექნიკური ექსპლუატაცია (კონდიცირების სისტემა, ვენტილაცია, გათბობა, აუზები, SPA, ჩილერი და ა.შ.). შენობის სისტემების გამართული მუშაობის ყოველდღიური კონტროლი. ხელმძღვანელობის ინფორმირება აღჭურვილობის არსებული ხარვეზების შესახებ. უპირატესობა ენიჭება გამოცდილებას BMS (ჭკვიანი სახლი) სისტემასთან მუშაობაში. ანაზღაურება: სტაჟირების შედეგების მიხედვით. მუდმივი …

სილქ დეველოპმენტის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საახალწლოდ განათდა

სილქ დეველოპმენტში წლის ყველაზე ჯადოსნური სეზონი ოფიციალურად დაიწყო. 21 დეკემბერს კომპანიის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საზეიმოდ განათდა. საღამომ სადღესასწაულო განწყობის, მუსიკის, ცქრიალა ღვინის, ფურშეტისა და, რაც მთავარია, საახალწლო გათამაშების ფონზე ჩაიარა, რომლის ფარგლებშიც ცერემონიის სტუმრები ექსკლუზიური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. ადგილზე გაიმართა სილქ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტის, სილქ თაუერსის ერთადერთი და განუმეორებელი საახალწლო შეთავაზების პრეზენტაციაც. ახალი წლის მოახლოებასთან …

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

აქ შეგვეძლო გვეთქვა – ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო, თუმცა, უკვე ერთი კვირაა თიბისის მობაილბანკში დეკემბრის მარათონი სრული სვლით გიზგიზებს. გასული კვირის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში კი, „რამდენი კლიკი დააგროვე?“ „ამდენი მონეტა რანაირად გაქვს?“ და „რამდენი მეგობარი მოიწვიე?“ – ლიდერობენ. მარათონის პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, 320 გამარჯვებულზე ბონუს პრიზებად უკვე 32 000 ლარი გაიცა. შეგახსენებ, რომ თუ …

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ლონდონში გამართულ Banking Tech Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოებაზე, თიბისი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მფლობელი გახდა, კატეგორიაში – სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება. საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი – ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე – ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS …

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

შოპინგის სახალისო ნაწილი ყველას უყვარს, იქნება ეს ნივთების ყიდვა ახალი ჰობისთვის, საჩუქრების არჩევა საყვარელი ადამიანებისთვის, თუ გარდერობის ან ტექნიკის განახლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში,  ჩვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არა სახალისო, არამედ რუტინულ შოპინგზე იხარჯება. სურსათი, საწმენდი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილმანები, რაც თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გროვდება – ეს აუცილებელი ხარჯები ჩვენი ფინანსური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმ …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

„ამბასადორი აილენდმა“ ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნესცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. „ჩვენ პროექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46.9 …

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

ახლის დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობის და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების და შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს! თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ …

მოემზადე 28 ნოემბრისთვის – შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით

თიბისიმ Black Friday-სთვის ერთგულ მომხმარებლებს წელსაც მათ საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. მხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით ქეშბექით ისარგებლებენ-ლოდინის გარეშე, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 30%-ს. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის შემთხვევაში …

Robirent Group-მა სამშენებლო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად ბათუმში ფილიალი გახსნა

თბილისის ფილიალის წარმატების შემდეგ, Robirent Group-მა, ბალტიის რეგიონში ერთ-ერთმა წამყვანმა სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის კომპანიამ, ოფიციალურად გახსნა ახალი ფილიალი ბათუმში. გაფართოების მიზანია ადგილობრივ კონტრაქტორებს, დეველოპერებსა და ინდუსტრიულ კომპანიებს ადგილზევე მიაწოდოს თანამედროვე, სანდო ტექნიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება. „ბათუმი არის დინამიკური სამშენებლო ცენტრი, სადაც ინტენსიურად იზრდება საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები,“ — განაცხადა Robirent.Ge-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, …

ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან. ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ  და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს. 28 ნოემბერს, ახალი თიბისი …

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი – “პინის შეცვლა”, დანერგა. ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ – ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ. რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები …

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო. თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები  ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენიებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა …

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

11/11 თიბისი განაწილების მორიგი ჯადოსნური დღეა-წყვილი თარიღი, როდესაც შერჩეულ ობიექტებში განსაკუთრებული შეთავაზებები გხვდებათ და განაწილების პროდუქტის სარგებელთან ერთად, დამატებით ქეშბექებს იღებთ. წყვილი თარიღის შეთავაზების კატეგორიები მრავალფეროვანია და ყოველ წყვილ თარიღში მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით იცვლება. ეს ის დღეა, როდესაც თიბისი განაწილების გუნდს განსაკუთრებით სურს მომხმარებლების გახარება. 11 ნოემბრის შეთავაზება დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი განაწილებით …

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

„მთავარია გჯეროდეს“ – გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო. პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული …

Exit mobile version