სიახლეები

გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზა – ხელისუფლების პასუხისმგებლობა

26.12.2013
გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზა – ხელისუფლების პასუხისმგებლობა

 

 

გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რაულ თავართქილაძემ განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს მისი ფინქციონირებისთვის.

„წინა ხელისუფლების მიერ გოდერძის უღელტეხილზე აშენდა სამთო სათხილამურო ბაზა, რომელშიც 40 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს სათხილამჯრო ბაზა არის საერთაშორისო სტანდარტების, საბაგიროებითა და სათხილამურო ბილიკებით მოწყობილი. შიდა კომუნიკაციებისათვის წელს დაახლოებით 8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ არ ათვისებულა. გზები გაუწმენდავია, შუქი არ არის, პრაქტიკულად მიტოვებულია ეს სათხილამურო ბაზა“.

რაულ თავართქილაძესვე თქმით, გოდერძის უღელტეხილზე უნდა აშენებულიყო სასტუმროები, ბარ-რესტორნები, სადაც დასაქმდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება კი ინტერესს არ იჩენს.

„დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზა არის დაკეტილი და ხალხი დარჩა დაუსაქმებელი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რაულ თავართქილაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: