მთავარი,სიახლეები •

„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ

24.11.2026
„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ

„სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონდა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც თუ ცეცხლი არ უკიდია, კეტავს გაზს“, – განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს „ფორმულასთან“, 31 წლის ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, რომლის სახლშიც, ფონიჭალაში, 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა.

„ვიზიარებ მწუხარებას ყველა დაღუპულის და დაზარალებულის გამო. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, ჰქონდა ტრავმა და ეს ყველამ იცის, 5 კერა აქვს თავში სისხლჩაქცევის, მაგრამ სრულიად ადეკვატური.

მანამდე სექტემბერში იყო [ამ ბინაში] ჩასული პენსიის გასანაღდებლად და ამის ამონაწერი შეიძლება ნახოთ პოლიკლინიკაშიც და შუქის ამონაწერებშიც. მანამდე, ზაფხულში, უფროსი ბიჭი იყო ჩასული [ბინაში].

მარტის შემდეგ მეც თითქმის ყოველდღე ვიყავი ბინაში და [კომუნალური] გადახდებიც მქონდა.

სახლში არანაირი გამათბობელი არ მეყენა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და გაზქურა.

ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი შვილი არც ცდილობდა და გაზქურის ჩართვას კი, საჭმლის გაკეთება უნდოდა.

„ბოშის“ გაზქურა კიდევ ისეთია, თუ არ უკიდია, გაზს კეტავს“, – ამბობს ემზარ ისაევი.

კითხვაზე – რა მოხდა მაშინ? ემზარ ისაევი ამბობს, რომ ამ კითხვის პასუხი მასაც აინტერესებს.

„რაღაც კითხვები კი მაქვს, მაგრამ გაზქურა ერთ კუთხეში იყო, მარჯვენა კუთხეში, მოშენებაში, აფეთქება მოხდა საძინებელთა და ის ჩაინგრა. სახურავიც მანდ ამოანგრია. როგორ, ეს მაინტერესებს.

გაზქურა ღიაც რომ დაეტოვებინა, როგორც გითხარით, ის კეტავს გაზს, თუ ცეცხლი არ არის და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო. მით უმეტეს, შემოწმებული ჰქონდათ და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ გვქონდა“, – ამბობს ემზარ ისაევი.

მისი თქმით, ამ ტრაგედიაში მისი შვილიც დაზარალებულია და მის ბრალეულობაზე საუბარი მართებული არ არის.

როგორც ემზარ ისაევი ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისევ კლინიკაში იმყოფება.

19 ნოემბერს, თბილისში, კერძოდ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო, რის გამოც, შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. აფეთქებამ სახლის ერთ ნაწილში კორპუსს სახურავიც ახადა.

აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: