მთავარი,სიახლეები •

სინდისის პატიმარი ანატოლი გიგაური თავისუფალია

24.11.2026
სინდისის პატიმარი ანატოლი გიგაური თავისუფალია

დღეს, 24 ნოემბერს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ის სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ანატოლი გიგაურმა „ნეტგაზეთთან“ კომენტარი გააკეთა.

„მე ვთვლი, რომ სტაბილური ადამიანი ვარ და მაგრამ მოვიდა ისეთი დრო, როცა  სახელმწიფომ დამსაჯა და სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როდესაც მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს.

მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებისა, ვერ დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე და იგივე მოძალადეებმა, მე დმარქვეს მოძალადე. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი შურაცხყოფა, რადგან ადამიანს, რომელსაც ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, სწორედ ამაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივატენე შეურაცხყოფა.

ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა, ის მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არაკეთილსინდისიერი ადამიანი და ასევე იმ მანტიის უკან დამალული ტიტუშკები. აქ იყო სახელმწიფოს დაკვეთა და ეს დაკვეთა შეასრულეს“-ამბობს ანატოლი გიგაური.

ანატოლი გიგაურს 2 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: