28 ოქტომბერს ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს მადრიდი-სევილიის ხაზზე.
ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, შეჯახების შედეგად მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა.
ავარიაში მოყოლილ მატარებლებში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მაშველები ჯერ ისევ ადგილზე მუშაობენ. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ესპანეთში მომხდარი მეორე სარკინიგზო ავარიაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2026 წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, მისი უკანა ვაგონები კი სხვა მატარებლის სავალ ნაწილზე აღმოჩნდა, რასაც 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია განახლებულია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 30 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ამ დროისთვის არსებული [17:22 სთ] მონაცემებით, დაიღუპა 64 ადამიანი.
____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ISMAEL HERRERO






