რუსეთში, როსტოვის რეგიონში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დროებით შეაჩერა მუშაობა.
მედიის ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ტონა ნავთობს, ანუ დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს ამუშავებს. მისი წარმოების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.
ასევე, 25 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქებში: ულიანოვსკსა და პერმში აფეთქებები გაისმა. დრონები თავს დაესხნენ როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
__________
ფოტოზე: აფეთქება პერმში, 25 სექტემბერი. წყარო: telegram






