ბათუმის მერია შინდისის ქუჩაზე, #9- ის მიმდებარედ მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გაყიდვას უპირობო აუქციონით გეგმავს. ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა და 29 მაიისს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცა ის.
საზოგადოებას კი კითხვები ნამდვილად აქვს და აინტერესებს როგორ პოულობს მერია დაინტერესებული მშენებლებისთვის გასაყიდ მიწის ნაკვეთებს, როცა საბაშვო ბაღის ასაშენებლად ადგილს 2 წელია ეძებს და ვერ პოულობს.
150 კვ.მეტრი შესაძლოა საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საკმარისი არ ყოფილყო, თუმცა საკმარისი ნამდვილად იქნებოდა მომიჯნავედ არსებული 1152 კვ.მეტრი, რომელიც მერიამ გაყიდა 2022 წელს.
განკარგულების პროექტის მიხედვით გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 62 500 ლარი იქნება. საწყისი ფასის მიხედვით 1.კვ მერის ფასი 413 ლარი გამოდის. თუ ქონება ელეტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში არ გაიყიდა და დიდი ალბათობით ის იაფად გაიყიდება, რადგან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მუნიციპალური საკუთრება უკვე გაყიდულია და მას მშენებელი ბიზნესმენი ბექა თვალაძე ფლობს. ამიტომაც შესაძლოა სწორედ ის იყოს დაინტერესებული მიმდებარედ არსებული მცირე ზომის ტერიტორიის შესყიდვით.
29 მაისის საკრებულოს სხდომაზე საპროვატიზებო ობიეტების ნუსხაში კიდევ ერთი მცირე ზომის მიწის ნაკვეთი დაამატეს, ვარშანიძის ქუჩაზე მერიას აუქციონზე №70-ის
მიმდებარედ მერიას აუქციონზე 48 კვ.მეტრი გააქვს.
440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა






