ბათუმის მერიის ინფორმაციით 6 ივნისის დილის 9 საათიდან 8 ივნისის დილის 9 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ე.წ. ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
შეფერხების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას.
სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში:
- №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა.
- №9 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ქათამაძის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
- №19 – წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
ბარცხანის ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და სამუშაოებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 139 801 ლარი დაიხარჯა.
„ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელებაზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი.
ამ თემაზე:
რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია






