დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან:
- ალექსანდრე გოგოლაძე;
- სულხან აბრალავა;
- ევა შაშიაშვილი;
- გოჩა ყატაშვილი;
- დავით ღურწკაია;
- ჯანდრი თირქია;
- რამაზ ჯორბენაძე;
- გენადი კელიხაშვილი.
აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან.
დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ აღიარეს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან:
- დავით ჟღენტი,
- ზაქრო ალბუთაშვილი,
- კახაბერ მჟავანაძე,
- დავით სტურუა,
- გოგი ჩახუნაშვილი,
- კონსტანტინე კაკაია
პროცესს არ ესწრებოდა ია დარახველიძე. ადვოკატის ცნობით, ის დუმილის უფლებას იყენებს.
4 ოქტომბრის პროტესტის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 64 პირი დააკავა „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.
ამ საქმეზე არიან ასევე ბრალდებულები პოლიტიკოსები და სხვა აქტივისტები, რომლებსაც 7-7 წელი აქვთ მისჯილი.
ვინც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალს არ აღიარებს, მათი სასამართლო პროცესი გაგრძელდება მომდევნო პარასკევს 11:00 საათიდან, სადაც ადვოკატები და პროკურორები ბოლო, დასკვნით სიტყვას იტყვიან.






