გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 მაისს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
_______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






